მიხეილ კალანდიას ადვოკატი - უამრავი მტკიცებულება გამაჩნია, ვთქვა, რამ გააღვივა ხორავას ქუჩაზე სიტუაცია, მაშინ როცა ხელის ჩამორთმევით მთავრდებოდა ყველაფერი

უამრავი მტკიცებულება გამაჩნია, ვთქვა, თუ რამ გამოიწვია ხელახალი კონფლიქტი, რამ გააღვივა ხორავას ქუჩაზე სიტუაცია, მაშინ როცა ხელის ჩამორთმევით მთავრდებოდა ყველაფერი, - ამის შესახებ ჟურნისტებს ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განუცხადა.

როგორც თოდუამ განაცხადა, დღეს დაკითხულმა მოწმეებმა მხოლოდ ის ინფორმაცია დაადასტურეს, რასაც მიხეილ კალანდიაც არ უარყოფს.

„დღეს დაკითხული მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ერთადერთი გარემოება დასტურდება, რომ ხორავას #4-ში ნამდვილად იმყოფებოდა მიხეილ კალანდია. სხვა გარემოება, თუ რას აკეთებდა, ან ხელში ეჭირა თუ არა დანა, ან რაიმე იარაღი, ჩხუბში მონაწილეობდა თუ არა, ამ მოწმეების მიერ ვერ იქნა დანახული. ამ მოწმეებს მსგავსი არაფერი განუცხადებიათ. ერთადერთი რაც დაადასტურეს იყო ის, რომ მიხეილ კალანდია ნამდვილად იმყოფებოდა ხორავას #4-ში, ფარდულთან. ეს სიახლე არ ყოფილა და არც კალანდია უარყოფს ამ ფაქტს. ერთადერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რაც დაადასტურეს იყოს ის, რომ კონფლიქტი, ანუ ბულინგი, რომელიც დაიწყო საპირფარეშოში მოგვარდა და შერიგებით დამთავრდა. ამას ორივე მოწმე ადასტურებს. რა მოხდა შემდეგ ხორავას ქუჩაზე, ეს ის დეტალებია, რომლის შესახებაც ამ ბავშვებს არ სურთ საუბარი, ან არ დაუნახავთ. მე გამაჩნია უამრავი მტკიცებულება იმისა, რომ ვთქვა, თუ რამ გამოიწვია ხელახალი კონფლიქტი, რამ გააღვივა სიტუაცია, მაშინ როცა ხელის ჩამორთმევით მთავრდებოდა ყველაფერი. ამის შესახებ მე ჩემს დასკვნით სიტყვაში ვისაუბრებ.

დაკითხულმა ორმა მოწმემ დაადასტურა ერთი ფაქტი, რომ დათუნა სარალიძემ სიგარეტის ნამწვავი სახეში ესროლა მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას“,- განაცხადა თოდუამ.

შემდეგი სასამართლო პროცესი 4 დეკემბერს, 13:30 საათზე გაიმართება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა