ირაკლი ხმალაძე - მიკროავტობუსების მფლობელ კომპანიასთან რაღაცებში უთანხმოება მაქვს - პირობას ვიძლევი, მიკროავტობუსების ჩანაცვლების გეგმას წარმოვადგენ

პრობლემას, როდესაც თავის დროზე თვალებში არ შეხედავ, ის პრობლემა არსად არ გაქრება, უფრო დამძიმებული სახით როდესღაც მოითხოვს გადაწყვეტას და ეს პერიოდია ახლა, - ეს განცხადება თბილისის მთავრობის სხდომაზე ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ გააკეთა. მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში მას კომუნიკაცია ჰქონდა მიკროავტობუსების მფლობელ კომპანიასთან.

„საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა მიკროავტობუსების მფლობელ კომპანიასთან, ერთი კვირაა ვისმენ მხოლოდ მათ პრობლემებს. საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ მიკროავტობუსების მფლობელი კომპანიის ფინანსური პრობლემები დღეს და გუშინ არ დაწყებულა, დაიწყო რამდენიმე წლის წინ და სამწუხაროდ, ჩვენამდე მერიის არც ერთმა მენეჯმენტმა რატომღაც არ ისურვა და სათანადო გამოხმაურება არ მოაყოლა ამ პრობლემებს. ეს დალექილი პრობლემები, რომელიც საკმაოდ მსუყეა და დიდ გამოწვევას წარმოადგენს, ამას დამატებული კიდევ მიკროავტობუსების ჩანაცვლების ხარჯები, არის უკვე ჩვენი პერიოდის გადასაწყვეტი. გასაგებია, რატომაც არ მიიღეს ეს გადაწყვეტილება წინა მენეჯმენტის პირობებში, რა თქმა უნდა, ეს არ იქნებოდა პოპულარული, თუმცა პრობლემას როდესაც თავის დროზე თვალებში არ შეხედავ, ის პრობლემა არსად არ გაქრება, უფრო დამძიმებული სახით, როდესღაც მოითხოვს გადაწყვეტას და ეს პერიოდია ახლა. ამოვდივარ ისევ და ისევ იმ მოცემულობიდან, რომ მიკროავტობუსები უნდა შეიცვალოს, მე მოცემული ვადიდან ერთი კვირა დარჩენილი მაქვს და პირობას ვიძლევი ეფექტურად გამოვიყენებ და წარმოვადგენ გეგმას მიკროავტობუსების ჩანაცვლების.

ერთი რამ მინდა ვთქვა, კომპანიასთან მაქვს უთანხმოება რაღაც-რაღაცებში, როდესაც კომპანია აცხადებს, რომ ისინი ასეულობით მილიონი ლარის ზარალზე არიან, მე ამას ვარქმევ, რომ კომპანიამ ვერ მიიღო დაგეგმილი შემოსავლები, რაც ბიზნესის გადასახედიდან, რა თქმა უნდა, მიმზიდველი და სასურველი არ არის და სჭირდება გამოსწორება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას, რომ კომპანია დღეს ზარალზე მუშაობს. კომპანიის შემოსავლები არის იმის საპირწონე, რაც აქვს მას ხარჯები, თუმცა ჩანაცვლების რესურსები კომპანიას არ გააჩნია. ერთ კვირას ვიყენებ ეფექტურად და ერთი კვირის თავზე, მე მოგაწვდით დალაგებულ წინადადებას“,- განაცხადა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ირაკლი ხმალაძე - მიკროავტობუსების მფლობელ კომპანიასთან რაღაცებში უთანხმოება მაქვს - პირობას ვიძლევი, მიკროავტობუსების ჩანაცვლების გეგმას წარმოვადგენ

პრობლემას, როდესაც თავის დროზე თვალებში არ შეხედავ, ის პრობლემა არსად არ გაქრება, უფრო დამძიმებული სახით როდესღაც მოითხოვს გადაწყვეტას და ეს პერიოდია ახლა, - ეს განცხადება თბილისის მთავრობის სხდომაზე ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ გააკეთა. მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში მას კომუნიკაცია ჰქონდა მიკროავტობუსების მფლობელ კომპანიასთან.

„საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია გვქონდა მიკროავტობუსების მფლობელ კომპანიასთან, ერთი კვირაა ვისმენ მხოლოდ მათ პრობლემებს. საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ მიკროავტობუსების მფლობელი კომპანიის ფინანსური პრობლემები დღეს და გუშინ არ დაწყებულა, დაიწყო რამდენიმე წლის წინ და სამწუხაროდ, ჩვენამდე მერიის არც ერთმა მენეჯმენტმა რატომღაც არ ისურვა და სათანადო გამოხმაურება არ მოაყოლა ამ პრობლემებს. ეს დალექილი პრობლემები, რომელიც საკმაოდ მსუყეა და დიდ გამოწვევას წარმოადგენს, ამას დამატებული კიდევ მიკროავტობუსების ჩანაცვლების ხარჯები, არის უკვე ჩვენი პერიოდის გადასაწყვეტი. გასაგებია, რატომაც არ მიიღეს ეს გადაწყვეტილება წინა მენეჯმენტის პირობებში, რა თქმა უნდა, ეს არ იქნებოდა პოპულარული, თუმცა პრობლემას როდესაც თავის დროზე თვალებში არ შეხედავ, ის პრობლემა არსად არ გაქრება, უფრო დამძიმებული სახით, როდესღაც მოითხოვს გადაწყვეტას და ეს პერიოდია ახლა. ამოვდივარ ისევ და ისევ იმ მოცემულობიდან, რომ მიკროავტობუსები უნდა შეიცვალოს, მე მოცემული ვადიდან ერთი კვირა დარჩენილი მაქვს და პირობას ვიძლევი ეფექტურად გამოვიყენებ და წარმოვადგენ გეგმას მიკროავტობუსების ჩანაცვლების.

ერთი რამ მინდა ვთქვა, კომპანიასთან მაქვს უთანხმოება რაღაც-რაღაცებში, როდესაც კომპანია აცხადებს, რომ ისინი ასეულობით მილიონი ლარის ზარალზე არიან, მე ამას ვარქმევ, რომ კომპანიამ ვერ მიიღო დაგეგმილი შემოსავლები, რაც ბიზნესის გადასახედიდან, რა თქმა უნდა, მიმზიდველი და სასურველი არ არის და სჭირდება გამოსწორება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, იმას, რომ კომპანია დღეს ზარალზე მუშაობს. კომპანიის შემოსავლები არის იმის საპირწონე, რაც აქვს მას ხარჯები, თუმცა ჩანაცვლების რესურსები კომპანიას არ გააჩნია. ერთ კვირას ვიყენებ ეფექტურად და ერთი კვირის თავზე, მე მოგაწვდით დალაგებულ წინადადებას“,- განაცხადა ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს