დავით უსუფაშვილი - პრობლემას ვერ ვხედავ საარჩევნო სისტემის საკითხზე ერთად მსხდომი პარტიების ლიდერები ხვალ რომელი  მიმართულებით გაფრინდებიან თბილისიდან და საიდან ჩამოფრინდებიან ზეგინდელ შეხვედრაზე

არ ვამბობ, რომ მოსკოვში ვიზიტებში პრობლემას ვერ ვხედავ, ამას ვხედავდი და ახლაც ვხდავ, მაგრამ სამართლიანი არჩევნების მიღწევის საკითში ჩვენი ერთობისთვის ამას პრობლემად არ ვთვლი, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად დააზიანებს გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატს „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს “ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტი.

როგორც დავით უსუაფაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია ერთიანია სამართლიანი არჩევნების მოთხოვნის საკითხში და სხვა საკითხებში განსხვავებულობამ, მათ საერთო მიზანსა და ამოცანას ხელი არ უნდა შეუშალოს.

„ქალბატონმა ნინომ, ჩემი მოსაზრება იცის იმის თაობაზე, რომ მე ამ ვიზიტებს შედეგიანად და საჭიროდ არ ვთვლი. არც ადრე ვთვლიდი და არც ახლა ვთვლი. როდესაც ქალბატონმა ნინომ თქვა, რომ წასვლას აპირებდა, ჩემი აზრი მოვახსენე, მაგრამ როგორც ადრე, არავის და ვერავის დავიჭერდი, საკუთარი პასუხისმგებლობით ნაბიჯების გადადგმას წინააღმდეგობას ვერ გავუწევდი და არც ახლა ვთვლი, რომ სწორია ჩვენ ერთმანეთს რაიმე შეზღუდვები დავუწესოთ. მთავარია, რომ პროპორციული, სამართლიანი არჩევნების მოთხოვნაში ერთიანი ვართ. ამაში, რომ ერთიანი გავხდით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთიანი გავხდით - ბრიუსელსა თუ მოსკოვშია სწორი სიარული. ყველა პოლიტიკური ძალა და პარტია, პარალელურ რეჟიმში თავისი შეხედულებისამებრ აგრძელებს პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმას, აქცენტს აკეთებს იმ თემებზე, რომელზეც ადრე აკეთებდა, დადის იმ ქვეყნებში, რომელშიც დადიოდა. ამიტომ, მე არ მგონია, რომ ამ ფაქტისგან რაიმე ტიპის დაბრკოლება უნდა შევქმნათ სამართლიანი არჩევნების მოთხოვნაში ჩვენი ერთობის გზაზე.

ვაკონკრეტებ, სამართლიანი არჩევნების მოთხოვნა-მიღწევის გზაზე, მე პრობლემას ვერ ვხედავ ამ საკითხზე ერთად მსხდომი პარტიების ლიდერები ხვალ, რომელი მიმართულებით გაფრინდებიან თბილისიდან და საიდან ჩამოფრინდებიან ზეგინდელ შეხვედრაზე. ჩვენ ერთნი ვართ სამართლიანი არჩევნების მოთხოვნაში და სხვა საკითხებში ჩვენმა განსხვავებულობამ ამ ჩვენს საერთო მიზანსა და ამოცანას ხელი არ უნდა შეუშალოს. მე არ ვთვლი, რომ ნინო ბურჯანაძის მოსკოვში გაფრენა ან მანამდე შალვა ნათელაშვილის ვაშინგტონში გაფრენა ან ვიღაცის არსად გაფრენა და ზუგდიდში ჩასვლა, რაიმე პრობლემას ქმნის“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა