ნიკა გვარამია - ხალხი, რომელიც არ მიდის თავისი ნებით, რა თქმა უნდა, უნდა დავამხოთ და გავწიოთ ხელისუფლებიდან

ხალხი, რომელიც ხელისუფლებიდან არ მიდის თავისი ნებით, აუქმებს არჩევნების კონსტიტუციურ უფლებას და აყალბებს, რა თქმა უნდა, უნდა დავამხოთ და გავწიოთ ხელისუფლებიდან,- ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში, „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების ყველა შტო ბიძინა ივანიშვილს აქვს უზურპირებული.

„ჩვენ ამ ქვეყანაში სასამართლო არ გვაქვს და საერთოდ აღარანაირი ხელისუფლების შტო არ გვაქვს. ხელისუფლების ყველა შტო არის ზუსტად ისეთი, როგორიც არის სასამართლო, უფუნქციო და გაუქმებული. ერთი ადამიანი მართავს ქვეყანას და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი არის ხელისუფლების უზურპატორი, ის არცერთ ხელისუფლებას არ წარმოადგენს ფორმალურად, რეალურად კი არის ის, ვინც წარმოადგენს ყველა ხელისუფლებას. მოსამართლე, რომელიც განიხილავს რიგით სასამართლო საქმეს, ისიც ბიძინა ივანიშვილია, რიგითი პროკურორიც და პარლამენტის რიგითი წევრიც, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობას შეადგენს, ამიტომ ასეთი ხალხი, რომელიც ხელისუფლებიდან არ მიდის თავისი ნებით, აუქმებს არჩევნების კონსტიტუციურ უფლებას და აყალბებს, რა თქმა უნდა, უნდა დავამხოთ და გავწიოთ ხელისუფლებიდან“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ სასამართლოში, სადაც „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული საქმის განხილვა დაიწყო.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს