სააპელაციო სასამართლოსთან აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით „არა ლობიოს სამართალს“ მიმდინარეობს

თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან „უფლებადამცველთა ასოციაციის " ორგანიზებით აქცია-პერფორმანსი სახელწოდებით: „არა ლობიოს სამართალს“ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა სასამართლოსთან სიმბოლურად ლობიოს 41 მარცვალი მიიტანეს და ეზოში დააბნიეს.

ისინი ამ ფორმით რამდენიმე დღის წინ , ეროვნულ ბიბლიოთეკასთან საპროტესტო აქციის დროს დაკავებული ლაშა ჩხარტიშვილის პატიმრობას აპროტესტებენ და მხარდაჭერას უცხადებენ. მათ თან აქვთ პლაკატები წარწერით: "არა ლობიოს სამართალს", "თავისუფლება ლაშას", "როდემდე?".

„უფლებადამცველთა ასოციაციის“ თავმჯდომარის ნიკა მემანიშვილის თქმით, სააპელაციო სასამართლომ ლაშა ჩხარტიშვილის გათავისუფლების თაობაზე სარჩელი გუშინ წარმოებაში არ მიიღო და შესაბამისად, ის პოლიტიკური პატიმარია.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ჩხარტიშვილი 29 ნოემბერს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე დააკავეს. მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლაშა ჩხარტიშვილს რვადღიანი პატიმრობა შეეფარდა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა