დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივასთან  დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერებთან გამართულ შეხვედრაზე დაძაბულობა იყო

სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასასვლელად დღეს ჩვენ დავარეგისტრირეთ საინიციატივო ჯგუფი, დავურთეთ თავისი განმარტებითი ბარათი, რაც პროცედურულად გადაეცემა შესაბამის საპროცედურო კომიტეტს, - ამის შესახებ მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ უმრავლესობის ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ხუნდაძის თქმით, აღნიშნული ინიციატივა თითოეულ მოქალაქეს და საზოგადოებას მისცემს საშუალებას, ჰქონდეს პირდაპირი კავშირი ხელისუფლების დაკომპლექტებასთან.

„საარჩევნო სისტემის თემა კიდევ რჩება აქტუალურ თემად. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში, თანამოაზრებთან ერთად უმრავლესობაში შევთანხმდით. ეს იყო ჩვენი კომპრომისული ვარიანტი, რომ 2020 წლის საარჩევნო სისტემას ჩვენ არ შევეხებით და ის დარჩება შერეული, მაგრამ ასევე ჩვენ ვთქვით პირობა, რომ ჩვენ შევეცდებით დავარეგისტრიროთ საკანონმდებლო ინიციატივა სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასასვლელად. ეს იქნება ამერიკული საარჩევნო სისტემის მოდელი, ორპალატიანი. ეს მისცემს საშუალებას, რომ თითოეულ მოქალაქეს და საზოგადოებას ჰქონდეს პირდაპირი კავშირი ხელისუფლების დაკომპლექტებასთან. ეს იქნება ძირითადი წყარო. დღეს ჩვენ დავარეგისტრირეთ საინიციატივო ჯგუფი, დავურთეთ რა თქმა უნდა, თავისი განმარტებითი ბარათით. პროცედურულად ის გადაეცემა შესაბამის საპროცედურო კომიტეტს. მას აქვს ერთი კვირის ვადა, რომ განიხილოს და მოგვცეს ფორმები, რითიც ჩვენ გავალთ ხალხში. მე მაქვს იმედი, უმეტესობა საზოგადოებისა შეხვდება ამას პოზიტიურად და მერე ვნახოთ, რომელი პარლამენტარი არ დაუჭერს მხარს საზოაგდოების ასეთ მაღალ ხარისხში მოთხოვნას. დღეს ამასთან დაკავშირებით გვქონდა უმრავლესობაში შეხვედრა“, - განაცხადა ხუდნაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით გუნდში აზრთა სხვადასხვაობაც იყო, მაგრამ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები თავის პრინციპულ დამოკიდებულებას არ ცვლიან.

„სამწუხაროდ, შეხვედრაზე იყო დაძაბულობაც. ვერ შევთანხმდით იმაზე, რომ ეს კანონპროექტი უნდა იყოს ინიცირებული და განხილული, მაგრამ ჩვენ ჩვენს პრინციპს და პრინციპულ დამოკიდებულებას არ ვცვლით და გავალთ ხალხში, რომ ეს კანონპროექტი ინიცირებული იქნას და მხარდაჭერილი ხალხის მიერ. ამ ინიციატივას დღეს ჰყავს მომხრე საინიციატივო ჯგუფში 10 დეპუტატი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის მხოლოდ 10 დეპუტატი. უმრავლესობაში ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, მაგრამ მე უფრო დიდ პერსპექტივას ვხედავ ხალხში“, - აღნიშნა ხუნდაძემ.

რაც შეეხება კითხვას, ჰქონდა თუ არა მას ბიძინა ივანიშვილთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები, ხუდნაძემ განაცხადა, რომ ეს შიდაპარტიული საკითხებია და დეტალებში ვერ შევა.

„მე დეტალებში ვერ შევალ, რა საუბარი გვქონდა უმრავლესობის ლიდერთან და შიგნით გუნდში. მე ვფიქრობ, რომ ეს არის შიდაპარტიული საკითხები. თუმცა ერთს გაგიმხელთ, ერთ-ერთი ჩემი მოთხოვნა იყო, რომ მას ჩაეყენებინა საქმის კურსში პარტიის ლიდერი. მაგრამ მე არ ვიცი ის ამას გააკეთებს თუ არა, მაგრამნ ჩვენ ჩვენს გზას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ხუდაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა