8 დეკემბრიდან ,,საქართველოს რკინიგზა“ ახალ სამატარებლო გრაფიკზე გადადის

8 დეკემბრიდან ,,საქართველოს რკინიგზა“ ახალ სამატარებლო გრაფიკზე გადადის. როგორც „საქართველოს რკინიგზიდან“ „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, ყოველდღიური, დღეგამოშვებით არსებული ჩქარი, სამგზავრო მატარებლებისა და ელექტრომატარებლების მოძრაობის განრიგებში გარკვეული ცვლილებები შედის.

„მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:

№802/801 - ყოველდღიური ჩქარი მატარებელი თბილისი - ბათუმი, თბილისიდან გავა 8:00 სთ -ზე, ბათუმში ჩასვლა - 13:00 სთ -ზე; ბათუმი - თბილისი, ბათუმიდან 18:00 სთ -ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 23:00 სთ -ზე;

№804/803 - ყოველდღიური ჩქარი ელექტრომატარებელი თბილისი-ბათუმი, თბილისიდან გავა 17:35 სთ -ზე, ბათუმში ჩასვლა - 22:35 სთ -ზე; ბათუმი - თბილისი, ბათუმიდან 07:55 სთ -ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 12:55 სთ -ზე;

№812/811 - დღეგამოშვებით მსვლელობის ჩქარი ელექტრომატარებელი თბილისი - ბათუმი, თბილისიდან გავა 0:45 სთ - ზე, ბათუმში ჩასვლა - 5:55 სთ -ზე; ბათუმი - თბილისი, ბათუმიდან 0:50 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 5:55 სთ -ზე.

№870/869 - ჩქარი ელეტრომატარებელი თბილისი - ზუგდიდი, თბილისიდან გავა 8:10 სთ -ზე, ზუგდიდში ჩასვლა - 13:35 სთ -ზე; ზუგდიდი - თბილისი, ზუგდიდიდან 18:15 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 23:50 სთ -ზე.

№872/871 - ჩქარი ელექტრომატარებელი თბილისი - ფოთი, თბილისიდან გავა 8:30 სთ -ზე, ფოთში ჩასვლა - 13:33 სთ - ზე; ფოთი - თბილისი, ფოთიდან 18:30 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 23:30 სთ -ზე.

№874/873 - ჩქარი ელექტრომატარებელი თბილისი - ფოთი, თბილისიდან გავა 17:50 სთ -ზე, ფოთში ჩასვლა - 22:56 სთ - ზე; ფოთი - თბილისი, ფოთიდან 8:25 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 13:30 სთ -ზე.

№12/11 - ჩქარი მატარებელი თბილისი - ოზურგეთი, თბილისიდან გავა 9:00 სთ -ზე, ოზურგეთში ჩასვლა - 17:10 სთ - ზე; ოზურგეთი - თბილისი, ოზურგეთიდან 9:05 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 17:30 სთ - ზე.

№18/17 - ჩქარი მატარებელი თბილისი - ქუთაისი, თბილისიდან გავა 9:00 სთ -ზე, ქუთაისში ჩასვლა - 14:30 სთ - ზე; ქუთაისი - თბილისი, ქუთაისიდან 12:15 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 17:30 სთ - ზე.

№602/601 - სამგზავრო მატარებელი თბილისი - ზუგდიდი, თბილისიდან გავა 21:45 სთ -ზე, ზუგდიდში ჩასვლა - 6:15 სთ -ზე; ზუგდიდი - თბილისი, ზუგდიდიდან 22:15 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 6:45 სთ -ზე.

№654/653 - სამგზავრო მატარებელი თბილისი - ოზურგეთი, თბილისიდან გავა 21:45 სთ -ზე, ოზურგეთში ჩასვლა - 6:25 სთ - ზე; ოზურგეთი - თბილისი, ოზურგეთიდან 21:35 სთ-ზე გამოვა, თბილისში ჩამოსვლა 6:45 სთ - ზე.

შეგახსენებთ, მატარებლების მოძრაობის გრაფიკებში ზემოთ აღნიშნული ცვლილებები მიმდინარე წლის 8 დეკემბერს შევა ძალაში.

„საქართველოს რკინიგზა“ ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!“- აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - სომხურმა შენაერთებმა ის სამი სიმაღლე დაიკავეს, რომელსაც ადრე აზერბაიჯანი აკონტროლებდა
რასიმ მუსაბეკოვი - როცა მოლაპარაკებები არანაირ შედეგს  არ იძლევა, ასეთი ვითარება მხოლოდ ომის განახლებით შეიძლება დასრულდეს, ამაში ეჭვი არავის არ უნდა ეპარებოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2020
ზაზა ფირალიშვილი - არ ჩანს დიდი იდეა, არ ჩანან პოლიტიკური აქტორები, რომლებიც თავისი გადამდები ენთუზიაზმით და ენერგიით „აამოძრავებდნენ“ საზოგადოებას
HOUSE.GE - ახალი პლატფორმა მშენებარე და ახალაშენებული ბინებისთვის
"გალფში" საზაფხულო გათამაშება დაიწყო
WWW.TIME.GE – საათებისა და სამკაულების ახალი ინტერნეტ მაღაზია
ჰიუნდაი ავტო საქართველომ სონატას ახალი მე-8 თაობის მოდელი წარადგინა
სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ სპა ცენტრი განახლებული შეთავაზებებით ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება