მიხეილ ყაველაშვილი - ივანიშვილი ჩვენს ინიციატივას უსმენდა, ის თავის პოზიციაზე რჩება, ჩვენ შიდა დემოკრატია გვაქვს და გვინდა, რომ თანაგუნდელები გადავარწმუნოთ

ბიძინა ივანიშვილი უსმენდა ჩვენს ინიციატივას, ის თავის პოზიციაზე რჩება. ჩვენ გვაქვს შიდა დემოკრატია და გვინდა, რომ გადავარწმუნოთ თანაგუნდელები, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ე.წ ამერიკული მოდელთან დაკავშირებით ხელმოწერებს შეაგროვებენ.

"სხდომაზე საუბარი იყო ჩვენს ინიციატივაზე, არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემთვის პირადად ეს სისტემა უფრო მარტივი აღსაქმელია, სადაც პირდაპირი წესით ირჩევა და პიროვნებებზე აკეთებ აქცენტს და ეს სისტემა უფრო მეტ გარანტიას იძლევა, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა. პროპორციული სისტემა განვითარებულ ქვეყნებშიც კი, სადაც ინსტიტუტები ძლიერია, პრობლემააა, მთავრობა ვერ იქმნება, ტარდება რიგგარეშე არჩევნები. ეს არის ძალიან სახიფათო ჩვენთვის", - განაცხადა ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, პროპორციული სისტემით არჩევნების შემთხვევაში, არსებული რეალობის ფონზე წარმოდგენილ პარტიებს შორის კონსოლიდაცია კითხვის ნიშნის ქვეშაა.

"ახლაც თითქოს კონსოლიდაცია არსებობს პარტიებს შორის, ვთქვათ, ჩატარდა არჩევნები პროპორციული სისტემით, რას ვიღებთ? ის პარტიები, ვინც წარმოდგენილი იქნება პარლამენტში შეძლებენ კონსოლიდაციას ისეთ რეალობაში რაც გვაქვს? განვითარებულ ქვეყნებშიც დიდი პრობლემაა. სტატეგიულ პარტნიორებს სურთ, რომ კონსოლიდაცია მოხდეს პოლიტიკურ წრეებში. ჩვენ არსებულ რეალობაში გვაქვს საკმაოდ მყარი არგუმენტები, რომ მაჟორიტარული სისტემა უფრო კარგია, ვიდრე პროპორციული. ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური უფლება შევაგროვოთ 200 ათასი ხელმოწერა და გავაგრძელოთ ეს პროცესი,"- განაცხადა ყაველაშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“