მიხეილ ჩხენკელმა აზერბაიჯანის ელჩსა და „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ხელმძღვანელს უმასპინძლა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩთან დურსუნ ჰასანოვთან და „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ გენერალურ დირექტორთან მაჰირ მამედოვთან.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის დროს საუბარი შეეხო მხარეებს შორის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სფეროში არსებული და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს. მათ შორის, განიხილეს ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანული თეატრისა და მირზა ფათალი ახუნდოვის სახელობის აზერბაიჯანული მუზეუმის საკითხები.

უწყების ცნობითვე, აზერბაიჯანის ელჩმა მიხეილ ჩხენკელს, მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრების მისალოცი წერილები გადასცა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო