გრიგოლ ვაშაძე კალაძის განცხადებაზე - დარწმუნებული ვარ, თვითონ ეცინება ამ სიტყვებზე

დარწმუნებული ვარ, კახა კალაძეს თვითონ ეცინება ამ სიტყვებზე, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც,ზოგიერთი მაჟორიტარის მხრიდან არსებობს მუქარა, თუ უმრავლესობა სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მხარს არ დაუჭერს, ისინი პარტიას დატოვებენ.

გრიგოლ ვაშაძე პარტიის შიგნით დაპირისპირებულ ადამიანებს მიმართავს, გაემიჯნონ მათ, ვისაც საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლებები და აზრი არაფრად უღირთ.

"არ ვიცი, პატივცემულ თბილისის მერს თუ თვითონ სჯერა თავისი სიტყვების და იმ უნიჭო სპექტაკლების, რომელსაც უნიჭო რეჟისორი დგამს საქართველოს პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ ეცინება ამ სიტყვებზე.

რაც შეეხება იმას, რომ ვიღაცა დატოვებს "ქართული ოცნების" რიგებს, თუ პროგრესულად და ნორმალურად მოაზროვნე ადამიანები პარტიის შიგნით დაპირისპირებული ხართ იმ ადამიანებთან, ვისაც საქართველოს მოქალაქის კონსტიტუციური უფლებები და აზრი არაფრად უღირს, გაემიჯნეთ. შევქმნათ ისეთი უმრავლესობა, რომელიც ნორმალურად ჩაატარებს ამ ქვეყანაში პროპორციულ არჩევნებს", - განაცხადა ვაშაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა