რომან კაკულია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში გარკვეული დათმობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველ გუნდში გარკვეული დათმობის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუმცა, დეტალების დაკონკრეტებისგან ის თავს იკავებს. როგორც კაკულიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მომავალი შეხვედრა იგეგმება და მხარეები ამაზე თანხმდებიან, ალბათ, მოლაპარაკების რესურსს ხედავენ.

„ამ შემთხვევაში, ხელისუფლების მხარეს პასუხისმგებლობა მეტია. გარკვეულ შემთხვევაში თუ მოლაპარაკება უნდა შედგეს, ორივე მხარე უნდა იყოს მზად ცვლილებები განიცადოს პოზიციებმა. სხვაგვარად რა აზრი აქვს მოლაპარაკებას? მზაობას მე ვხედავ მმართველ გუნდში და მოვუწოდებ ოპოზიციას, ასეთი სულისკვეთებით მოვიდნენ შემდეგ მოლაპარაკებებზე.

არსებობს პრინციპული საკითხები, თუმცა არ გამოვრიცხავ დათმობის შესაძლებლობა განიხილებოდეს, მაგრამ დეტალებში ამ წუთას ვერ შევალ, რადგან აქ ლაპარაკია რა ტიპის დათმობაზეა საუბარი, რომ არ უნდა დაირღვეს მმართველი გუნდის ძირითადი პრინციპები და მოტივაცია. ამიტომ, დაველოდოთ მოლაპარაკებებს“, - განაცხადა კაკულიამ.

ამასთან, კაკულიამ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მრავალმანდატიან ოლქებსაც განიხილავს.

„ეს ერთ-ერთი სისტემა განიხილება. როგორც იცით, უმრავლესობაში არ არის ერთიანი პოზიცია. მე პირადად პროპორციული სისტემის მომხრე ვიყავი და დღესაც ამ აზრზე ვრჩები, მაგრამ აქ საჭიროა, უმრავლესობის ერთიანი პოზიცია, რომელიც ძნელად მისაღწევი აღმოჩნდა. რა სიტუაციაც არის ქვეყანაში შექმნილი, მისი ადეკვატური გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული",- განაცხადა კაკულიამ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა