გიორგი ვაშაძე - ვაფრთხილებ „ქართულ ოცნებას“, თუ ისევ ტყუილის გზას დაადგებიან, ჩვენგან საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობას მიიღებენ

გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ფაქტია, რომ ოპოზიციის მიერ შეტანილი კანონპროექტის იურიდიული დეპარტამენტის მიერ დარეგისტრირება მათი მნიშვნელოვანი წარმატებაა.

ვაშაძე ამბობს, რომ ის „ქართულ ოცნებას“ არ ენდობა და მოუწოდებს, საზოგადოება ისევ არ მოატყუოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აცხადებს, რომ ხელისუფლება „საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობას მიიღებს“.

„ჩვენს პრინციპულ, შეუპოვარ და რაც მთავარია სიმართლისთვის ბრძოლას აქვს პირველი მნიშვნელოვანი შედეგები - „ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო უკან დახევა, ეს იყო გუშინდელი მოლაპარაკების მოკლე რეზიუმეც, დღეს პარლამენტმა დაარეგისტრირა კანონი და მიზანშეწონილად მიიჩნევს ამ კანონპროექტის განხილვას, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა ამ ბრძოლაში, მაგრამ აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩემი ნდობა „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში არის ნულოვანი, ნულზე უფრო ქვემოთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერანაირად ვერ მოვეშვებით და პირიქით, გაცილებით უფრო ფართო ფრონტით უნდა ვიბრძოლოთ - ეს არის მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტი, ეს არის პიკეტირებები პარლამენტის, ეს არის რეგიონებში გაშლა. რაც მთავარია და მთავარი გაფრთხილება, რასაც ვაძლევ „ქართულ ოცნებას“ - თუ ისევ ტყუილისა და დესტრუქციის გზას დაადგებიან, ისინი ჩვენგან მიიღებენ საერთო ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობას, სრულიად ახალი შინაარსით, ახალი სამოქმედო გეგმით და სრულიად ახლებული მიდგომებით, რომელიც მოიცავს მთელ საქართველოს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს“, - განაცხადა ვაშაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა