გია ვოლსკი მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებზე - ამ საკითხის განხილვას მწვანე შუქი აენთო, თუმცა არავინ იფიქროს, რომ ბოქლომების გამო შეიძლება რამე დათმობაზე წავიდეთ

მწვანე შუქიც აენთო ამ საკითხის განხილვას, თუმცა, არავინ იფიქროს, რომ ბოქლომების, დესტრუქციის გამო, ჩვენ შეიძლება რამე დათმობაზე წავიდეთ,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებთან დაკავშირებით, ოპოზიციის წინადადება იყო ერთ-ერთ საკითხი, რომელიც დღეს უმრავლესობის სხდომაზე განიხილეს. თუმცა, მისი თქმით, როცა კომპრომისზეა საუბარი, აქ არც საერთაშორისო და არც შიდა ზეწოლა არავითარ როლს არ თამაშობს.

„განწყობილი ვართ კონსტრუქციულად, მწვანე შუქიც აენთო ამ საკითხის განხილვას და თუ ერთ დღეში ვერ მოვახერხეთ შეთანხმება, როგორც გვიკიჟინებენ, დიდი ბოდიში, ძალიან ცუდი გამოცდილება გვაქვს ოპოზიციასთან ურთიერთობის და არავინ იფიქროს, რომ ამ ბოქლომების, დესტრუქციის გამო ჩვენ შეიძლება რამე დათმობაზე წავიდეთ. ჩვენ თუ ვიხილავთ ამას და პოზიტიურად ვართ განწყობილნი, ეს იმიტომ რომ პრობლემა არ შევუქმნათ ქვეყანას. 10 კაცია, 100 თუ 70 , პრობლემას უქმნის ქვეყანას, მის ავტორიტეტს, თუნდაც საერთაშორისო დონეზე, თუნდაც, ეკონომიკურ საკითხებში გვაქვს გარკვეული შეკითხვები, მაგრამ იმის ძახილი, რომ ხელების ამოტრიალებით ან პიკეტირებით ამ საკითხს გადაწყვეტს, იგივე სახის დესტრუქციაა, როგორც მათ მოაწყვეს 24 ივნისის შემდეგ თვეების განმავლობაში. ჩვენ თუ რაიმე კომპრომისზე წავალთ, არავითარი ზეწოლა, გინდა საერთაშორისო, გინდა საშინაო - კმარას ჯგუფები არ არის აბსოლუტურად ადეკვატური იმ სიტუაციისა, რასაც ჩვენ ვუყურებთ. ქვეყნის სტაბილურობა და განვითარებაა მთავარი, რაც ჩვენ გვაღელვებს. ვერ ვიტყოდი, რომ დათმობაა ეს, საკმაოდ ნორმალური გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ გაგრძელდეს დიალოგი და მწვანე შუქი აენთოს იმ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია კომიტეტზე ამ საკითხის განხილვა, ჩაკეტვა არ მომხდარა, არ მოხდება და განწყობილნი ვართ, რომ მივიდეთ საერთო პოზიციამდე,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს