რეჯეფ ტაიფ ერდოღანი - ისრაელი კლავს უდანაშაულო დედებს, ბავშვებს, მოხუცებს, ჩვენ არ შევწყვეტთ პალესტინელთა უფლებების დაცვას

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაზე სიტყვით გამოსვლისას, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ისრაელი გააკრიტიკა და "ძმებს და დებს" ისლამური ერთიანობისკენ მოუწოდა რათა, ერთად ებრძოლონ „ისლამური სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმართულ კონსპირაციებს“. ერდოღანის თქმით, თურქეთი ტერორისტული შეტევების სამიზნე გახდა, რადგან პრინციპულ პოზიციაზე დარჩა „იერუსალიმის ჩაგვრასთან“ დაკავშირებით.

„ისრაელი დღითიდღე ამძიმებს მდგომარეობას იერუსალიმსა და პალესტინაში. ის არ აღიარებს სამართალს, კანონს, ადამიანის უფლებებს და აღრმავებს კრიზის რეგიონში. ჩვენ არასდროს შევწყვეტთ პალესტინელების უფლებების დაცვას და სოლიდარობას გამოვხატავთ ყველა დაჩაგრულისადმი. ჩვენ ვხედავთ როგორ შეუწყალებლად კლავს ისრაელი უდანაშაულო გოგონებს, მამებს, დედებს, მოხუცებს, ბავშვებს, ახალგაზრდებს . მეტიც, დასავლეთის ქვეყნები, და სამწუხაროს ზოგიერთი არაბული სახელმწიფო ისრაელის ამ სისასტიკეს მხარს უჭერს“,-განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტი და ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ხშირად აკრიტიკებენ ერთმანეთს შემდეგი სიტყვებით, „ტერორისტი“ „მკვლელი“. მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც 2010 წელს ღაზას სექტორთან ისრაელის საზღვაო ძალებთან შეტაკებისას 10 თურქი აქტივისტი დაიღუპა.

იხილეთ ვიდეო: რეჯეფ ტაიფ ერდოღანი - ისრაელი კლავს უდანაშაულო დედებს, ბავშვებს, მოხუცებს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა