ანდრიუს კუბილიუსი - მმართველი პარტიის ხელმძღვანელობისგან მივიღეთ დაპირება, რომ სერიოზულად მოეკიდებიან ოპოზიციის შემოთავაზებების განხილვას

ჩვენ მივიღეთ დაპირება მმართველი პარტიის ხელმძღვანელობისგან, რომ ისინი სერიოზულად მოეკიდებიან ოპოზიციის შემოთავაზებების განხილვას და არსებობს იმედი, რომ მალე იქნება ამ დიალოგის შედეგი მიღწეული, - ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტმა, ანდრიუს კუბილიუსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, კუბილიუსმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური აქტივისტების სამართლებრივი დევნა ევროპული სტილი არ არის.

„ოპოზიციის შეთავაზება, სიტუაცია როგორ შეიძლება მოგვარდეს, შეიძლება იყოს განხილული ორივე მხარის მიერ. ჩვენ მივიღეთ დაპირება მმართველი პარტიის ხელმძღვანელობისგან, რომ ისინი სერიოზულად მოეკიდებიან ამ შემოთავაზებების განხილვას. ჩვენ ასევე მივიღეთ დაპირება და არსებობს იმედი, რომ მალე იქნება შედეგი მიღწეული ამ დიალოგისა. რაც შეეხება პოლიტიკური აქტივისტების სამართლებრივ დევნას, რასაკვირველია, ეს არ გახლავთ ევროპული სტილი რომ დავაპატიმროთ ადამიანები, ან სისხლის სამართლებრივი დევნა იყოს მათ მიმართ პოლიტიკური საქმიანობის გამო. მე არ ვისაუბრებ დეტალებზე, მაგრამ მივიღეთ სია ოპოზიციისგან 87 ადამიანის.

ფაქტობრივად, დიალოგს ექნება ძალიან დიდი დატვირთვა. მივიღეთ დაპირება, რომ ისინი იპოვიან გამოსავალს ამ სიტუაციიდან. ევროპარლამენტის მხრიდან, ევრონესტის დელეგაციის მხრიდან ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა კუბილიუსმა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ანდრიუს კუბილიუსი - მმართველი პარტიის ხელმძღვანელობისგან მივიღეთ დაპირება, რომ სერიოზულად მოეკიდებიან ოპოზიციის  შემოთავაზებების განხილვას

ჩვენ მივიღეთ დაპირება მმართველი პარტიის ხელმძღვანელობისგან, რომ ისინი სერიოზულად მოეკიდებიან ოპოზიციის შემოთავაზებების განხილვას და არსებობს იმედი, რომ მალე იქნება ამ დიალოგის შედეგი მიღწეული, - ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტმა, ანდრიუს კუბილიუსმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ამასთან, კუბილიუსმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური აქტივისტების სამართლებრივი დევნა ევროპული სტილი არ არის.

„ოპოზიციის შეთავაზება, სიტუაცია როგორ შეიძლება მოგვარდეს, შეიძლება იყოს განხილული ორივე მხარის მიერ. ჩვენ მივიღეთ დაპირება მმართველი პარტიის ხელმძღვანელობისგან, რომ ისინი სერიოზულად მოეკიდებიან ამ შემოთავაზებების განხილვას. ჩვენ ასევე მივიღეთ დაპირება და არსებობს იმედი, რომ მალე იქნება შედეგი მიღწეული ამ დიალოგისა. რაც შეეხება პოლიტიკური აქტივისტების სამართლებრივ დევნას, რასაკვირველია, ეს არ გახლავთ ევროპული სტილი რომ დავაპატიმროთ ადამიანები, ან სისხლის სამართლებრივი დევნა იყოს მათ მიმართ პოლიტიკური საქმიანობის გამო. მე არ ვისაუბრებ დეტალებზე, მაგრამ მივიღეთ სია ოპოზიციისგან 87 ადამიანის.

ფაქტობრივად, დიალოგს ექნება ძალიან დიდი დატვირთვა. მივიღეთ დაპირება, რომ ისინი იპოვიან გამოსავალს ამ სიტუაციიდან. ევროპარლამენტის მხრიდან, ევრონესტის დელეგაციის მხრიდან ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები“, - განაცხადა კუბილიუსმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს