გედევან ფოფხაძე - გავა ოდიოზური მოსამართლე უზენაეს სასამართლოში? ამით სააკაშვილის რეჟიმის რეანიმაცია მოხდება

მოსამართლეებს, რომლებიც უვადო პატიმრობას იმსახურებდნენ, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებად ნუ ვაქცევთ, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში ზნეობრივი ტესტი თითოეულ დეპუტატს ექნება ჩასაბარებელი. როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, უზენაეს სასამართლოში ოდიოზური მოსამართლის დანიშვნით სააკაშვილის რეჟიმის რეანიმაცია მოხდება.

„გავა ოდიოზური მოსამართლე უზენაეს სასამართლოში? ამითი მოხდება სააკაშვილის რეჟიმის რეანიმაცია და აღარანაირი საუბარი, რომ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის განსხვავება არსებობს, აღარ იქნება. გვინდა, რომ ეს ერთიანი სტანდარტი დავამკვიდროთ? თუ ამოცანა ის არის, ვინ იქნება ხელისუფლებაში, ეს არასწორი და საქართველოსთვის დამღუპველი ამოცანაა. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, იმ ადამიანების წინაშე ვალის სრული მოხდის მიზნით, ვის ცხოვრებაზეც გადაიარა ამ მოსამართლეების მიერ მიღებულმა უსამართლო გადაწყვეტილებებმა, მივიღოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. მოსამართლეებს, რომლებიც უვადო პატიმრობას იმსახურებდნენ, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებად ნუ ვაქცევთ. გავაკეთოთ ერთადერთი მორალურად სწორი გადაწყვეტილება. ეს ზნეობრივი ტესტი ყველას ჩასაბარებელია და იმედი მაქვს, „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ნაწილი მაინც ჩააბარებს ამ ტესტს,“ - განაცხადა ფოფხაძემ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ