ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ევროკავშირის, ევროპის საბჭოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად მეტროსადგურ “რუსთაველის” მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის აღსანიშნავი ყოველწლიური ღონისძიება გამართეს.

როგორც სახალხო დამცველმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ღონისძიება მიზნად ისახავს ადამიანის უფლებების შესადებ ინფორმაციის გავრცელებას საზოგადოებაში და მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებას ამ კუთხით.

“1948 წლის 10 დეკემბერს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი - გაერო-ს ადამიანის უფლებების დეკლარაცია და ამ დღეს, ყოველწლიურად მას შემდეგ აღინიშნება ადამიანის უფლებების დღე იმიტომ, რომ ამ დეკლარაციას უკავშირდება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის მსოფლიო მასშტაბით დამკვიდრება. ძალიან ბევრი საერთაშორისო ხელშეკრულება თუ ადამიანის უფლებების დაცვის აქტი გამომდინარეობს სწორედ ამ დეკლარაციის სულისკვეთებიდან”,- განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის განცხადებით, ღონისძიებაში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო მოქალაქისა და პოლიციელის ურთიერთობას.

“მთელი წელი იყო ძალიან დატვირთული აქციებით და არაერთ შემთხვევაში ჰქონდა მოქალაქის დაკავებას ადგილი, ამიტომ მოვამზადეთ სპეციალური ბროშურა, რა უნდა ვიცოდეთ პოლიციელთან ურთიერთობის დროს, რა გავაკეთოთ ან რა არ გავაკეთოთ და როგორ მოვიქცეთ”, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა ინფორმაციული შეჯიბრებები და თამაშები, სადაც გამარჯვებული მონაწილეები დააჯილდოვეს. ასევე, მოქალაქეებს დაურიგდათ საინფორმაციო ბროშურები.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დარგში ლელა აქიაშვილი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი საქართველოში, კრისტიან ურსე, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსი მრჩეველი ვლადიმერ შკოლნიკოვი.

იხილეთ ვიდეო: თბილისში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე აღნიშნეს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო