რელიგიის საკითხთა სააგენტოს თავმჯდომარე ნიდერლანდების ელჩს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ნიდერლანდების სამეფოს ელჩთან საქართველოში, მააიკე ვან კოლდამთან, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოდან აცნობეს.

შეხვედრაზე ზაზა ვაშაყმაძემ ელჩს მიაწოდა ინფორმაცია რელიგიის სააგენტოს საქმიანობის, ქვეყანაში არსებული რელიგიური მრავალფეროვნების, საქართველოს სახელმწიფოს მიერ რელიგიის თავისუფლების დაცვის, ტოლერანტული გარემოს ხელშესაწყობად განხორციელებული პროექტების, ინტერრელიგიური სათათბიროს ფორმატისა და მისი ფუნქციონირების, ასევე ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩატარებული ტრენინგებისა და სხვა აქტივობების შესახებ.

ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა მადლობა გადაუხადა ზაზა ვაშაყმაძეს ინფორმაციისათვის. მისი განცხადებით, სააგენტოს მიერ გამოცემული რელიგიური და მოქმედი საკულტო ნაგებობების რუკები ნათლად გადმოცემს საქართველოში არსებულ რელიგიურ მრავალფეროვნებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნიდერლანდების სახელმწიფოს საგარეო ურთიერთობების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ადამიანის უფლებები წარმოადგენს, მათ შორის რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლება, სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი, მააკე ვან კოლდამის თქმით ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში აქტიურად ითანამშრომლებს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან ამ მიმართულებით.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს