დავით ზალკალიანმა ავსტრიულ სააგენტოსთან ინტერვიუში მოსკოვს მოუწოდა, ვაჟა გაფრინდაშვილი გაათავისუფლოს

ავსტრიულ საინფორმაციო გამოცემა APA-სთან ინტერვიუში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მოსკოვს მოუწოდებს, გაათავისუფლოს ექიმი, რომელიც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში იმყოფება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

„მთელი საერთაშორისო საზოგადოება მიმართავს რუსეთს, როგორც ძალას, რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ამ ტერიტორიაზე, გაათავისუფლოს ეს პიროვნება, გაფრინდაშვილის საქმეს არა მხოლოდ პოლიტიკასთან აქვს კავშირი, არამედ ჰუმანიტარული საკითხიც არის და “რაც ხდება მიუღებელია“, - ციტირებს მინისტრის განცხადებას გამოცემა APA.

ინტერვიუში დავით ზალკალიანმა საოკუპაციო ხაზთან მსგავსი დაკავებების სხვა შემთხვევებიც გაიხსენა.

„უბრალო ხალხი, ადგილობრივი მიწათმოქმედები, რომლებსაც ხელოვნური ბარიერების გადაკვეთა უწევთ თავიანთ მინდვრებზე მისასვლელად, არაერთხელ გაიტაცეს, ცხინვალში ჩაიყვანეს და იქ პატიმრობაში ამყოფებდნენ. ადგილი ჰქონდა ასევე წამების შემთხვევებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში დაიღუპა ოთხი ადამიანი“,-აცხადებს დავით ზალკალიანი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ზალკალიანმა წინა კვირას ვენაში ვიზიტით დაასრულა მისი ხანგრძლივი ევროპული ტურნე, რომლის ფარგლებშიც იგი იმყოფებოდა სტრასბურგში ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის გადმობარებისას, ასევე, ლონდონში ნატოს სამიტზე, ბრატისლავაში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) საგარეო საქმეთა მინისტრების ყოველწლიურ შეხვედრაზე. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ყველა შეხვედრის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მხარდაჭერა გამოუცხადეს გაფრინდაშვილის გათავისუფლების საქმეში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა APA-სთან საუბარში საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების უკანონო აღმართვის პროცესზეც ისაუბრა. სტატიაში აღნიშნულია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შესახებ. როგორც გამოცემა მინისტრს ციტირებს, ჟენევაში არსებულმა დიალოგმა, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ მიმდინარეობს, „სამწუხაროდ არ მოიტანა ხელშესახები შედეგი.საქართველომ აიღო ძალის არგამოყენებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ვალდებულება, თუმცა „ამის მიუხედავად, არ გვაქვს რუსეთის ერთიანი პოზიცია, არ გამოიყენოს ძალა საქართველოს წინააღმდეგ“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა