ანა დოლიძე - ზურაბიშვილმა მორიგი გაუგებარი განცხადება გააკეთა და ამ განცხადებებს მივეჩვიეთ - წავიდნენ ყაზარმებში, ისადილონ ჯარისკაცებთან ერთად, ნახონ რა ხდება ავღანეთში და მერე ისაუბრონ ლეგიტიმურად

წავიდნენ ყაზარმებში, ისადილონ ჯარისკაცებთან ერთად, წავიდნენ, ნახონ რა ხდება ავღანეთში და მერე ისაუბრონ ლეგიტიმურად იმაზე თუ როგორ ცხოვრობენ ჩვენი ჯარისკაცები, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ განაცხადა, რითაც საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ ჯართან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე განმარტებით, უამრავი ადამიანი დღეს ქართულ ჯარზე სადღეგრძელოების ენით საუბრობს მაშინ, როდესაც უმეტესობა მათგანი ერთხელაც არა არის ნამყოფი ყაზარმაში და წარმოდგენა არ აქვთ ჯარისკაცების ცხოვრებაზე.

სალომე ზურაბიშვილმა მორიგი გაუგებარი განცხადება გააკეთა და ჩვენ ამ განცხადებებს მივეჩვიეთ. უამრავი ადამიანი დღეს სადღეგრძელოების ენით საუბრობს ქართულ ჯარზე მაშინ, როდესაც უმეტესობა მათგანი ერთხელაც არა არის ნამყოფი ყაზარმაში და წარმოდგენა არ აქვთ (მაღალი თანამდებობის პირებზე ვამბობ, მათ შორის პრემიერსა და პარლამენტის ლიდერებზე) ჩვენი ჯარისკაცების ყოველდღიურ ცხოვრებაზე. წავიდნენ ყაზარმებში, ისადილონ ჯარისკაცებთან ერთად, წავიდნენ, ნახონ რა ხდება ავღანეთში, მათ შორის პრეზიდენტმა, და მერე ისაუბრონ ლეგიტიმურად იმაზე თუ როგორ ცხოვრობენ ჩვენი ჯარისკაცები“,-განაცხადა ანა დოლიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, „ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა“.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ