თბილისში მსოფლიო ახალგაზრდული, ტურისტული საგანმანათლებლო მოგზაურობის კონფედერაციის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველო მსოფლიო ახალგაზრდული, ტურისტული საგანმანათლებლო მოგზაურობის კონფედერაციის (WYSE Travel Confederation) წევრი გახდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს, კონფედერაციაში გაწევრიანება ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების დივერსიფიკაციას და უფრო მეტი ახალგაზრდა მოგზაურის მოზიდვას საქართველოში, ასევე ახალგაზრდული გაცვლითი პროგრამების სტიმულირებას.

მათივე ინფორმაციით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, კონფედერაციის გენერალურმა დირექტორმა დევიდ ჩაპმენმა „ფაბრიკაში“ პრეზენტაცია მოაწყო და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ღონისძიებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი დაესწრო.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველო მსოფლიოს ახალგაზრდული, ტურისტული საგანმანათლებლო მოგზაურობის კონფედერაციის წევრი გახდა. ეს არის ახალი განაცხადი მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიაში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ქვეყანას აქვს ამბიცია, მოიზიდოს კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო ახალგაზრდული კატეგორიის ვიზიტორი. ეს პლატფორმა ხელს შეუწყობს ქართველ ახალგაზრდებს, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში იმოგზაურონ გაცვლითი, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ასევე ტურისტული მიზნით“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მათივე ცნობით, პრეზენტაციაზე საგანმანათლებლო სექტორის, აჭარა ჯგუფის, სათავგადასავლო ტურიზმის, ეკო ტურიზმის, ტურიზმის ერონული ადმინისტრაციის საკონვენციო ბიუროსა და საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„კონფედერაციის წევრებისთვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ინფოტური გამართა. უცხოელმა სტუმრებმა თბილისი, მცხეთა, ანანური, სტეფანწმინდა და კახეთის რეგიონი მოინახულეს.

WYSE Travel-ში მსოფლიოს 120 ქვეყნის 450 ორგანიზაციაა გაწევრიანებული.

WYSE Travel Confederation მთავარი მიზანია ახალგაზრდა მოგზაურების პროფილის შესწავლა: მოთხოვნები, მოგზაურობის მოტივაცია, ა.შ.

პროექტი ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, განთავსების ობიექტებს, ბინებს, გაცვლით პროგრამებს, კვებას და ა.შ. იმისათვის, რომ ჰყავდეთ დამატებითი სტუდენტები, მომხმარებლები და ტურისტები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: საქართველო მსოფლიო ახალგაზრდული, ტურისტული საგანმანათლებლო მოგზაურობის კონფედერაციის წევრი გახდა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა