მამუკა მდინარაძე ნიკა მელიასთვის მანდატის შეწყვეტაზე - ეს წმინდა ფორმალური საკითხია, ისეთივე, როგორიც არის ზოიძისთვის უფლებამოსილების შეჩერება

ეს არის წმინდა ფორმალური საკითხი, ისეთივე როგორიც არის ზოიძისთვის უფლებამოსილების შეჩერება. გაცილებით უფრო მეტად არ მსიამოვნებს ამაზე თანხმობა, ვიდრე მელიას საკითხზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ნიკა მელიასთვის მანდატის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია იტყუება, როცა ამბობს, რომ პარლამენტს შეუძლია სამივე ინსტანციის გადაწყვეტილებას დაელოდოს და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება.

„იმდენად მარტივად დგას საკითხი, რომ იტყუებიან, ვერ ხვდებიან-თქო ვერ ვკადრებ პატივცემულ ოპონენტებს. მათ გააჩნიათ იმდენი კომპეტენცია და განათლება, განსაკუთრებით მათ, ვინც იურისტები არიან, რომ იცოდნენ - ეს არის წმინდა ფორმალური საკითხი, მათ შორის, ისეთივე როგორიც არის აკაკი ზოიძის საკითხი. პუნქტის შინაარსშია განსხვავება მხოლოდ: აკაკი ზოიძე მიდის პირადი განცხადების საფუძველზე და ძალიან არ მსიამოვნებს ამაზე თანხმობა, ვიდრე ნიკა მელიაზე მაგალითად, მაგრამ ორივე ფორმალური საკითხია აბსოლუტურად.

ერთი შემთხვევის საფუძველი არის პუნქტი, სადაც წერია პირადი განცხადება, მეორეს საფუძველი სხვა პუნქტი, სადაც წერია გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი, რომელიც „ნაცების“ სპეკულაციის მიუხედავად, გამოცხადებისთანავე შედის ძალაში. ასევე ითვალისწინებს კანონმდებლობა შემთხვევებს, რომ თუ მეორე ან მესამე ინსტანცია გაამართლებს დეპუტატს, რომელსაც შეუწყდა უფლებამოსილება, არის სხვადასხვა შემთხვევები აღდგენის, კომპენსაციის, რაც ასევე ქართული კანონმდებლობით არის გათვალისწინებული,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს