მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტი პარტიებით თუ მოძრაობებით, დღეს დამთავრდა ასეთი "ბანძი" და "გოიმური" მოქმედებით

„ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტი პარტიებით თუ მოძრაობებით, დღეს დამთავრდა ასეთი "ბანძი" და "გოიმური" მოქმედებით, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პარლამენტის სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერების დასხმას, რომელიც, მისივე ინფორმაციით, დარბაზში „ევროპული საქართველოს“ ქალმა წარმომადგენლებმა შეიტანეს.

მდინარაძის თქმით, არ შეიძლება ასეთი მდაბიო საქციელით უნიჭო პერფორმანსები დადგან.

„საქმე გვაქვს ყველაზე მდაბიო საქციელთან, თუკი რამე შეიძლება მოიფიქროს ადამიანის გონებამ. იმდენად მდაბიო და სასაცილო საქციელი ჩაიდინეს, რომ დამთავრდნენ. ამას არც ბავშვობა ჰქვია, არც თამაში ჰქვია, არც პერფორმანსი, ამას ჰქვია ცუდად მოფიქრებული დესტრუქცია.

მე შემიძლია წინაწარ ვერსია გითხრათ, „ევროპული საქართველოს“ ორი ქალი წარმომადგენელი შემოსული, ერთ-ერთი გადახვეული შარფით ხელში, ამას ყველაფერს დაადგენენ. კაცებიც არ ჰყავთ, რომ შემოვიდნენ, ქალებს უშვებენ, რაღაც "გოიმური" პერფორმანსების დასადგმელად, სირცხვილი სინამდვილეში ეს არის“, - განაცხადა მდინარაძემ.

მისივე თქმით, მძაფრი სუნის გამო დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი ცუდად გახდა.

„როდესაც ალერგიულია ადამიანი, მაგალითად ენძელა მაჭავარიანი, ახალნაოპერაციებია და ცუდადაა, ამაზეც აიღებს პასუხისმგებლობას ის ვიღაც „სირცხვილია“ თუ „ნაცმოძრაობის“ დამატება?,“- განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, დეპუტატები, რომლებმაც ნივთიერება შეიტანეს პარლამენტში, იყვნენ ირმა ნადირაშვილი და ლელა ქებურია. რაც შეეხება ირმა ნადირაშვილის განცხადებას, რომ დღეს პარლამენტში არ ყოფილა, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ირმა ნადირაშვილი თუ პარტიის ოფისშია და პარლამენტში არ ყოფილა, მე პირადად ვეახლები და ძალიან დიდ ბოდიშს მოვუხდი".

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა