ირმა ნადირაშვილი - დროა, ბაშარ-ალ ნადირაშვილად გადავიკეთო სახელი

„ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პირადად მას დასდო ბრალი და დროა, „ბაშარ-ალ ნადირაშვილად“ გადაიკეთოს სახელი. აღნიშნულის შესახებ ირმა ნადირაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

არჩილ თალაკვაძემ ქიმიური შეტევა მოხდა პარლამენტზეო. მდინარაძემ პირადად მე დამდო ბრალი. მგონია, დროა ბაშარ-ალ ნადირაშვილად გადავიკეთო სახელი“, - წერს ირმა ნადირაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ეს პერფორმანსი პლენარული სხდომის ჩაშლას ემსახურებოდა.

„ფაქტია, ორმა ქალმა დეპუტატმა დადგა რაღაც პერფორმანსი, რაღაც დაასხეს. კრიმინალს ვერ ჩაიდენდნენ, მთლად ამდენს ვერ დავაბრალებ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ გზით სხდომის ჩაშლა მოინდომეს. ბავშვები ამას არ იკადრებენ, არც ერთი ბავშვის თავში ასეთი სისულელე არ მოვა“, - განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, პარლამენტიდან საპატრულო პოლიციის და ექიმების დახმარებით რამდენიმე ადამიანი გაიყვანეს, მათ შორის დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი. დაშავებულებს სუნთქვის პრობლემები აღენიშნებათ. ერთ-ერთ მათგანს სპეციალური სასუნთქი აპარატის გამოყენება დასჭირდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა