EMC-ის პროგრამის დირექტორი - ზოგიერთი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება სერიოზულ რისკებს ქმნის ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევისათვის

„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ (EMC) სამართალდამცავი ორგანოების ოპერატიული საქმიანობის შესახებ ჩატარებული კვლევა წარადგინა.

კვლევა, რომელზეც ორგანიზაცია, დაახლოებით, ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა, კანონმდებლობისა და პრაქტიკის , ფარული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ არსებული საერთაშორისო სტანდარტების ერთობლივ ანალიზს მოიცავს. კვლევაში განხილულია როგორც ოპერატიული საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების ინსტიტუციური მოწყობის საკითხები, ასევე კრიტიკულად არის შეფასებული ცალკეული ოპერატიული, ფარული საპოლიციო ღონისძიებები, დანაშაულის პრევენციის მიზნით ოპერატიული საქმიანობის გამოყენების პრაქტიკა და ოპერატიულ საქმიანობაზე ზედამხედველობისა და კონტროლის არსებული მექანიზმები.

„ვიცით, რომ ოპერატიული სამძებრო საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ყოველდღიურად საპოლიციო და საგამოძიები მიმართულებით და ჩვენი მიზანი იყო შეგვესწავლა ამ მიმართულებით რაიმე ტიპის რისკები ხომ არ არსებობს ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით. კვლევამ გამოავლინა, რომ კანონმდებლობაშიც და პრაქტიკაშიც არის რიგი ხარვეზები. მთავარი პრობლემა არის ის, რომ დღეს არსებული ფორმით ოპერატიული სამძებრო საქმიანობა იძლევა ერთგვარი გამოძიების ალტერნატიული მექანიზმების არსებობის შესაძლებლობას, რა დროსაც პოლიცია და საგამოძიებო უწყებები რიგ ღონისძიებებს ახორციელებდა ისე, რომ მათ საქმიანობაზე არ ვრცელდება ეფექტური გარე მეთვალყურეობის და გარე კონტროლის მექანიზმები იქნებოდა ეს საპროკურორო თუ სასამართლო კონტროლი. შესაბამისად, რიგი ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები ქმნის ძალიან სერიოზულ რისკებს ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევისათვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რო ეს სისტემა ფუნდამენტურად შეიცვალოს“, - განაცხადა EMC-ის პროგრამის დირექტორმა გურამ იმნაძემ.

როგორც მან განმარტა, თავად კანონმდებლობის პრობლემა იკვეთება.

„უფრო მეტად არის კანონის პრობლემა, რადგან კანონი იძლევა ხშირ შემთხვევაში შესაძლებლობას, რომ უწყებებმა არა საგამოძიებო სტანდარტებით იმოქმედონ, არამედ იმოქმედონ ოპერატიულ სამძებრო კანონის შესაბამისად და ამის საფუძველზე უფრო ნაკლები კონტროლის გავლით, უფრო დაბალი სტანდარტებით მოიპოვონ ინფორმაციები, რომლებიც შემდეგში შეიძლება აღმოჩნდეს სისხლის სამართლის საქმეში“, -განაცხადა გურამ იმნაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს