ლევან კობერიძე - "ქართულმა ოცნებამ" ვირეშმაკული შემოთავაზება თავისთვის შეინახოს

"ქართულმა ოცნებამ "ეს ვირეშმაკული შემოთავაზება შეინახოს თავისთვის,- ასე ეხმიანება ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრი ლევან კობერიძე უმრავლესობაში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მიღწეულ შეთანხმებას.

ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ახალი დღის წესრიგი შექმნას და მნიშვნელოვანი საკითხები გადაფაროს.

"პოლიტილურ ვირეშმაკობას აქვს ადგილი "ქართული ოცნების" მხრიდან. ხვდებიან, რომ 2020 წლის არჩევნების ჩატარება მოუწევთ გაყალბებით, ადმინისტრაციული რესურსით, ძალოვანი სტრუქტურების გამოყენებით და ის იქნება არალეგიტიმურად ცნობილი. ახლა ოპოზიციაზე უნდათ პასუხისმგებლობის გადმოტანა, რომ თუ სტაბილურობა გვინდა, პასუხისმგებლობა ოპოზიციაზეა. მინდა მათ ვუთხრა - მათზეა პასუხისმგებლობა. რაც არ უნდა გაყალბებით ჩაატარონ 2020 წლის არჩევნები, მაინც მოუწევთ ხელისუფლების დათმობა და მსგავსი ტიპის ვირეშმაკული შემოთავაზებები შეუძლიათ შეინახონ თავისთვის. ეს არის მცდელობა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით კიდევ ახალი დღის წესრიგი შემოგთავაზონ, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გადაიფაროს, მაგალითად ის, რაც გუშინ აქ მოხდა მოსამართლეებთან დაკავშირებით,"- განაცხადა ლევან კობერიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა