კარლ ჰარცელი -  დიალოგი გვთავაზობს საუკეთესო შესაძლებლობებს, რათა შევქმნათ პლატფორმა და დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლარიზაცია დასრულდეს

ჩემთვის აბსოლუტურად ნათელია, რომ დიალოგი გვთავაზობს საუკეთესო შესაძლებლობებს, რათა შევქმნათ პლატფორმა და დასრულდეს დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლარიზაცია,- ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც კარლ ჰარცელმა აღნიშნა, შეხვედრების დროს მხარეებს შორის ხედვების გაცვლა ხდება.

"პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მოხარული ვარ შეხვედრების გაგრძელებით. ჩემთვის აბსოლუტურად ნათელია, რომ დიალოგი გვთავაზობს საუკეთესო შესაძლებლობებს, რათა შევქმნათ პლატფორმა და დასრულდეს დაპირისპირებულ მხარეებს შორის პოლარიზაცია. მე მოხარული ვარ, რომ ორივე მხარე თანხმდება პრობლემის მოსაგვარებლად ერთობლივ მუშაობასა და დიალოგზე. შეხვედრის დროს მხარეებს შორის ხდება ხედვების ურთიერთმიმოცვლა",- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება