სტანდარტებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, საქართველოს სტანდარტების ელექტრონული პლატფორმა შეიქმნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში“ საქართველოს სტანდარტებზე ხელმისაწვდომობის ზრდისა და არსებული პროცედურების გამარტივების მიზნით საქართველოს სტანდარტების ელექტრონული პლატფორმა www.sst.geostm.gov.ge შეიქმნა და ამოქმედდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, მისი გამოყენებით შესაძლებელია საქართველოს სტანდარტის ელექტრონულ (pdf) ფორმატში შეძენა.

უწყების ინფორმაციით, პლატფორმის მეშვეობით სტანდარტის მოძიება ხდება: სტანდარტის ნომრის/დასახელების; სტანდარტების საერთაშორისო კლასიფიკატორის; ტექნიკური რეგლამენტის დასახელების; სტანდარტის ენის; სტანდარტის მიმღები ორგანიზაციის მითითებით. ასევე, სტანდარტის შეძენამდე დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს/დაათვალიეროს სტანდარტი, მიიღოს ინფორმაცია სტანდარტის ენის, მიღების თარიღის, მიმღები ორგანიზაციის, შემმუშავებელი კომიტეტის, დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტის შესახებ.

„ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით, ასევე, მარტივდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების ფარგლებში საქართველოს მიერ მიღებული ტექნიკური რეგლამენტების ჰარმონიზებული სტანდარტების მოძიება და გაცნობა.

პლატფორმა დაინტერებულ პირებს მიაწვდის ინფორმაციას სტანდარტიზაციის სფეროს აქტუალური საკითხების, საქართველოს სტანდარტის პროექტის, სტანდარტების პროგრამის, ჰარმონიზებული სტანდარტების სიის შესახებ“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო საერთაშორისო (ISO, IEC) და ევროპული (CEN, CENELEC) ორგანიზაციების წევრია და შესაბამისად, საქართველოში ყველა დაინტერესებულ პირს აქვს წვდომა 55 000-მდე საერთაშორისო ან/და ევროპულ სტანდარტზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?