ღაზას სექტორიდან ნასროლმა რაკეტამ ბენიამინ ნეთანიაჰუს საარჩევნო კამპანია შეაწყვეტინა

ღაზას სექტორიდან გაშვებულმა რაკეტამ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრა ჩაშალა,- ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თავდასხმა მაშინ განხორციელდა, როცა ნეთანიაჰუ სპეციალურად მოწყობილ სცენაზე სიტყვით გამოდიოდა. გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი და მისი მეუღლე გამაფრთხილებელი სიგნალის ჩართვისთანავე თავშესაფარში გადაიყვანეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, რაკეტსაწინაღმდეგო სისტემა „რკინის გუმბათის“ საშუალებით ღაზას სექტორიდან გაშვებული რაკეტა მოიგერიეს.

რაკეტის სროლაზე პასუხისმგებლობა არცერთ პალესტინურ დაჯგუფებას არ აუღია.

შეგახსენებთ, რომ კენჭისყრა, რომლის დროსაც მმართველი პარტია „ლიკუდის“ ლიდერი უნდა აირჩიონ, ხუთშაბათს გაიმართება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?