იუსტიციის საბჭო უზენაეს სასამართლოში დარჩენილ 6 ვაკანტურ ადგილზე პარლამენტისათვის წარსადგენი მოსამართლეების საკითხზე მსჯელობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაეს სასამართლოში დარჩენილ ექვს ვაკანტურ ადგილზე პარლამენტისათვის წარსადგენი მოსამართლეების საკითხზე მსჯელობს.

როგორც ცნობილია, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე უკვე იმსჯელა და საბჭოს მიერ წარდგენილი 20 კანდიდატიდან 14 მოსამართლე გაამწესა. შესაბამისად, სასამართლოში 6 ადგილი ვაკანტური დარჩა.

როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონი ითვალისწინებს ერთჯერად პროცედურას, რომელიც გულისხმობს იმ 50-კაციანი სიიდან, საიდანაც დღევანდელი მდგომარეობით, 33 კანდიდატია დარჩენილი, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კენჭისყრის შედეგად უნდა შეარჩიოს ექვსი კანდიდატი, რომელსაც კვლავ წარუდგენს პარლამენტს.

„ამასთან დაკავშირებით კენჭისყრა დღეს გაიმართება იუსტიციის საბჭოში. რაც შეეხება პარლამენტში გადაწყვეტილების გადაგზავნას, ეს ტექნიკური მხარეა და ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ეს დღეს ვერ მოესწროს და ეს იყოს ხვალ ან უახლოეს დღეებში“, - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობაზე უარი განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა, შესაბამისად, დარჩა 32 კანდიდატი.

სხდომას გიორგი მიქაუტაძე ხელმძღვანელობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა