2 კვირის განმავლობაში იდლიბის პროვინცია 235 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა

სირიის სამთავრობო არმიის მიერ ოპერაციის დაწყების შემდეგ, მხოლოდ ბოლო 2 კვირის განმავლობაში იდლიბის პროვინცია 235 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა.

მედიის ინფორმაციით, იდლიბის რეგიონის სამხრეთ ნაწილი თითქმის მთლიანად დაცარიელდა. აღსანიშნავია, რომ სირიის სამთავრობო არმია ჯიჰადისტების წინააღმდეგ სპეცოპერაციას რუსეთის მხარდაჭერით ახორციელებს, რა დროსაც დასახლებული პუნქტების დაბომბვა ხშირია.

შეგახსენებთ, რომ იდლიბის პროვინციაში, რომელიც სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, საომარი მოქმედებების დაწყებამდე დაახლოებით 2.4 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. ამჟამად, მათი უმეტესობა ლტოლვილია.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა