ირმა ინაშვილი - დღეს რომ ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდებოდა, მთელი ღამე არ მეძინა, რადგან ვიცოდი მხოლოდ მე და არ იცოდა ხელისუფლებამ

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანა კონკრეტულად ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, დავით თარხან-მოურავმა, მე და ჩვენმა ძალისხმევამ ,- ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას ინფორმაცია არ ჰქონდა, რომ დღეს უკანონოდ დაპატიმრებული ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იგეგმებოდა.

„საერთოდ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ურთიერთდაფასება და უნდა ვისწავლოთ სიმართლის ხმამაღლა თქმა. მე ამას ხელისუფლების საყურადღებოდ ვამბობ. ხელისუფლება ვეღარაფერს აკეთებდა. კი მუშაობდა, მიმართა მთელ მსოფლიოს, გააქტიურა მისი კონტაქტები, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ მას აღარ ჰქონდა ინფორმაცია არავითარი, რომ დღეს გაათვისუფლებდნენ ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილს. ამიტომ, ხომ უნდა ვთქვათ სიმართლე ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არ გაგვიჩერებია ძალისხმევა იმისთვის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება შემდგარიყო. დღეს რომ ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდებოდა, მთელი ღამე არ მეძინა იმიტომ, რომ ვიცოდი მხოლოდ მე და არ იცოდა ხელისუფლებამ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02
ირმა ინაშვილი - დღეს რომ ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდებოდა, მთელი ღამე არ მეძინა, რადგან ვიცოდი მხოლოდ მე და არ იცოდა ხელისუფლებამ

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში წვლილი შეიტანა კონკრეტულად ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, დავით თარხან-მოურავმა, მე და ჩვენმა ძალისხმევამ ,- ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას ინფორმაცია არ ჰქონდა, რომ დღეს უკანონოდ დაპატიმრებული ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იგეგმებოდა.

„საერთოდ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ურთიერთდაფასება და უნდა ვისწავლოთ სიმართლის ხმამაღლა თქმა. მე ამას ხელისუფლების საყურადღებოდ ვამბობ. ხელისუფლება ვეღარაფერს აკეთებდა. კი მუშაობდა, მიმართა მთელ მსოფლიოს, გააქტიურა მისი კონტაქტები, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ მას აღარ ჰქონდა ინფორმაცია არავითარი, რომ დღეს გაათვისუფლებდნენ ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილს. ამიტომ, ხომ უნდა ვთქვათ სიმართლე ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში არ გაგვიჩერებია ძალისხმევა იმისთვის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება შემდგარიყო. დღეს რომ ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდებოდა, მთელი ღამე არ მეძინა იმიტომ, რომ ვიცოდი მხოლოდ მე და არ იცოდა ხელისუფლებამ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ