29 დეკემბრიდან ზუგდიდის რეაბილიტირებული ბოტანიკური ბაღი მოქალაქეებისთვის გაიხსნება

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა მოქალაქეებს ხვალიდან შეეძლებათ. რეაბილიტირებული ბაღის ოფიციალური გახსნა კი იანვარში იგეგმება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მერიაში განუცხადეს.

ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის იანვრის ბოლოს დაიწყო. მისი სრული რეაბილიტაციისთვის 11 974 436 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია "ჯავა" ახორციელებს, რომელმაც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა.

რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის 70%-ის გადახდა ზუგდიდს საკუთარი სახსრებით მოუწევს. ამ თანხის 50% მერიამ 11%-იანი სესხის სახით, მსოფლიო ბანკიდან აიღო, ხოლო დანარჩენი მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან გამოყო. რაც შეეხება დანარჩენ 30%-ს, მერიამ ის გრანტის სახით მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიიღო.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს