6 იანვარს, „კვირის პალიტრასთან" ერთად, „პალიტრა L"-ის საეკლესიო პროექტის მორიგი წიგნი გამოვა

6 იანვარს, გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ერთად, გამომცემლობა „პალიტრა L"-ის საეკლესიო პროექტის მორიგი წიგნი გამოვა, რომელშიც წმინდა მოციქულების: მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებები შედის. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გამომცემლობა „პალიტრა L"-იდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული საეკლესიო წიგნები შედგენილია საქართველოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით.

პროექტის ყველა წიგნი დაბეჭდილია სპეციალურ, თერმულად დამუშავებულ ფურცლებზე და მოთავსებულია ასევე თერმულად დამუშავებულ ტყავის ჩანთა-ყდაში, რომელიც ელვაშესაკრავით იკვრება. ამდენად, კომპაქტურ, სატარებლად მოსახერხებელ ამ გამოცემებს დაზიანებისაგან ტყავის ჩანთა-ყდა იცავს.

წიგნის რედაქტორის თამარ მამაცაშვილის თქმით, გამოცემის ყოველი წიგნის მკითხველამდე მისვლა გამომცემლობამ სხვადასხვა საეკლესიო დღესასწაულს დაამთხვია. ამჯერად კი „ოთხთავის" გამოცემა შობის დღესასწაულის კვირაში დაიგეგმა.

„ვინც უკვე შეიძინა ამ პროექტის წინა გამოცემები, „ლოცვანი" და „ფსალმუნნი", შესაბამისად, გაეცნო პროექტის არსს, კარგად მოეხსენებათ, რომ ეს პროექტი ჩვენი პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება. როდესაც მას წარვუდგინეთ პროექტის პირველი წიგნი, „ლოცვანი", განსაკუთრებული აკინძვით , ტყავის ელვაშესაკრავიანი ჩანთა-გარეკანით და ისიც ვუამბეთ, რას ვაპირებდით მომავალში, სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომდევნო წიგნები „ფსალმუნნი" და „ოთხთავი" ყოფილიყო.

როდესაც „ლოცვანი" გამოიცა, ბევრი მწერდა, მირეკავდნენ და მთხოვდნენ, იქნებ გვეფიქრა „ოთხთავის" გამოცემაზეც. ამ გამოცემის განსაკუთრებულობა ის გახლავთ, რომ არის კომპაქტური, გამძლე გარეკანით და თან სატარებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მორწმუნე ადამიანმა თან ატაროს „სახარება". „სახარების" ცოდნა და მოშველიება ყოველდღიური განსაცდელების დასაძლევად საგრძნობლად შეგვიმსუბუქებს სულიერ ტკივილს ჩვენს მძიმე დროში. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ წიგნის ბოლოში მკითხველს დახვდება „ოთხთავის" საძიებელი. ეს არ არის უბრალოდ სარჩევი. მოგეხსენებათ, სხვადასხვა „სახარებაში" არის ერთი და იგივე ამბავი, იგავი თუ ქადაგება, რომლებიც მახარებლებმა (სახარებათა ავტორებმა) აღწერეს. მკითხველსაც ხშირად უჩნდება სურვილი, სწრაფად მოძებნოს ეს პარალელური ადგილები სხვადასხვა სახარებაში. აი, სწორედ ამაში დაეხმარება მას „ოთხთავის" საძიებელი. „ოთხთავს", რომელიც საშობაოდ გამოიცემა, ასევე ექნება ელვაშესაკრავიანი ტყავის გარეკანი. წიგნის ფურცლებიც ისევ ოქროსფრად მოარშიებულია, თუმცა გარეკანი ამჯერად განსხვავებული ფერისაა”,- განაცხადა წიგნის რედაქტორმა, ჟურნალ “კარიბჭის" მთავარი რედაქტორმა, თამარ მამაცაშვილმა.

წიგნის სპეციალური ფასი 11 ლარი და 50 თეთრია, "კვირის პალიტრასთან" ერთად კი - 13 ლარი.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს