არჩილ თალაკვაძე ლიეტუვას სეიმის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ჟიგიმანტას პავილიონისს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ლიეტუვას სეიმის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, ჟიგიმანტას პავილიონისს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები მიმოიხილეს და საპარლამენტო თანამშრომლობის დინამიკა შეაფასეს. ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკური, განათლებისა და თავდაცვის მიმართულებით თანამშრომლობის პოტენციალსა და ამ მხრივ კავშირების ინტენსიფიკაციის მნიშვნელობას.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა ასევე, მზადყოფნა დაადასტურეს საქართველოსა და ლიეტუვას შორის შრომითი მიგრაციის კუთხით თანამშრომლობისთვის. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ საგანგაშო მდგომარეობასა და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზე.

არჩილ თალაკვაძემ სტუმარს მადლობა გადაუხადა ლიეტუვას მხრიდან საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მხარდაჭერისთვის.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“