აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოს მოქალაქეებს შობა-ახალ წელს ულოცავს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის საახალწლო მილოცვას ავრცელებს.

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით დამდეგ შობა-ახალ წელს ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს. ჩვენს სამშობლოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ აფხაზეთის საზოგადოებას.

გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას, რწმენას სიკეთისადმი და სულის სიმხნევეს, რაც საქართველოს ყოფის განუყოფელი ნაწილი იყო მუდამ. განსაკუთრებული სითბოთი მინდა მივულოცო სადღესასწაულო დღეები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპაციის პირობებში გიწევთ ცხოვრება, ყოველი ჩვენთაგანის ვალია გამოვავლინოთ მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება, აღვადგინოთ ნდობა, ერთიანი ძალებით შევეცადოთ უკეთესი მომავლის შექმნა.

ვისურვებდი, რომ დამდეგი 2020 წელი ყოფილიყოს, ერთობის და მშვიდობის, რომელიც თითოეული ჩვენთაგანის წინსვლის გარანტი იქნება,“-აღნიშნულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის რუსლან აბაშიძის საახალწლო მილოცვაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა