დეკემბერში ხილი 32%-ით, ბოსტნეული 14 %-ით, რძის პროდუქტები 13.5%-ით, ხორცი 15 %-ით, პურპროდუქტები კი 6.6 %-ით გაძვირდა

„საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის დეკემბერში ხილი 32%-ით, ბოსტნეული 14 %-ით, რძის პროდუქტები 13.5%-ით, ხორცი 15 %-ით, პურპროდუქტები კი 6.6 %-ით გაძვირდა.

„საქსტატი“ დეკემბრის თვის ინფლაციის მაჩვენებლებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, ერთი წლის განმავლობაში სურსათი და უალკოჰოლო სასმელები 12.3 პროცენტით გაძვირდა. კერძოდ, ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (31.9 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (14.8 პროცენტი), თევზეული (14.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (14.1 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (13.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (10.7 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (9.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (6.6 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (5.0 პროცენტი), ასევე ზეთი და ცხიმი (4.6 პროცენტი).

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო, ფასები გაიზარდა 15.6 პროცენტით. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (30.8 პროცენტი), ასევე ალკოჰოლურ სასმელებზე (3.1 პროცენტი);

ბოლო ერთ წელში, დასვენებაზე, გართობასა და კულტურაზე ფასები გაზრდილია 6.9 პროცენტით. ტრანსპორტის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.9 პროცენტიანი მატება. სასტუმროების, კაფეების და რესტორნების ფასები მომატებულია 7.9 პროცენტით.

ცნობისთვის, 2019 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7 პროცენტი შეადგინა.

იხილეთ ვიდეო: "საქსტატის" ცნობით, დეკემბერში პროდუქტები საგრძნობლად გაძვირდა

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ