საქალაქო სასამართლოში ლაშა ჩხარტიშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული “ლეიბორისტული პარტიის” წევრის ლაშა ჩხარტიშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ჩხარტიშვილს წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველების მიმართ დაუმორჩილებლობას ედავებიან. საქმეს მოსამართლე ნინო თარაშვილი განიხილავს.

ბრალდების მხარემ სასამართლოს ვიდეო-ჩანაწერი წარუდგინა და საქმეზე მისი მტკიცებულების სახით დართვის თაობაზე შუამდგომლობა დააყენა.

ჩხარტიშვილის ადვოკატმა ია სირანიშვილმა კი სასამართლო პროცესის გადადება მოითხოვა, რათა დაცვის მხარეს ჰქონდეს საკმარისი დრო მტკიცებულებების მოპოვებისთვის.

შეგახსენებთ, პარლამენტის შენობის წინ მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. აქტივისტები პარლამენტის შენობის წინ იმ ტერიტორიაზე ცდილობდნენ მისვლას და პროტესტის გამოხატვას, სადაც რამდენიმე დღის წინ კარვები იყო გაშლილი, დღეს კი გასართობი სივრცეა მოწყობილი, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო