ბექა ბასილაია - მოსამართლე გიორგი არევაძეს თავი ჰგონია ქურდულ “სხადნიაკზე” და არა სასამართლო პროცესზე

მოსამართლე გიორგი არევაძეს ნიკა გვარამიას თანდასწრებით პროცესის ჩატარებას ურჩევნია, ის გაძევებული ჰყავდეს, რადგან რაც შეიძლება ნაკლები მორალური ტვირთი ჰქონდეს პროცესის მიმდინარეობისას, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორის, ზურაბ იაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია ნიკა გვარამიას სხდომათა დარბაზიდან გაძევებას.

ბექა ბასილაიას განმარტებით, მოსამართლეს დავალება აქვს მიცემული, რომ ნიკა გვარამიას საქმის განხილვა გაზაფხულამდე დაასრულოს.

"მოსამართლე არევაძეს აქვს დავალება მიღებული, რომ უახლოეს ორ თვეში მორჩეს საქმეზე მტკიცებულებათა გამოკვლევას, რათა გაზაფხულზე მზად იყოს განაჩენის მისაღებად, რა განაჩენსაც დაუკვეთავს ივანიშვილი. ის ატარებს კვირაში 3-4 პროცესს საქმეზე, რომელიც არ არის საპატიმრო საქმე. მოსამართლე არევაძეს აწერია “თიბისის” საქმეც და იქაც კვირაში 3-4 პროცესს ატარებს, ანუ სადაც მაღალი პოლიტიკური ინტერესია და ამავე დროს, ამავე მოსამართლეს აწერია საქმეები, რომელსაც 2-3 წელია იხილავს და არასდროს არ დაუჩქარებია, ის ასრულებს დავალებას და როდესაც ამის თაობაზე მივუთითეთ, რაღაც დიდაქტიკური შეგონებები დაიწყო, რომ მე ვარ მოსამართლე და როგორც ვიტყვი ისე იქნებაო. არევაძეს თავი ჰგონია ქურდულ “სხადნიაკზე” და არა სასამართლო პროცესზე. ის იქცევა როგორც უბნის ძველი ბიჭი, მაგრამ უბნის ძველი ბიჭი არევაძე კი არა, ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ქვეყნის მთავარი მტერია, მას არ ვუხრით თავს და არევაძემ როგორ უნდა დაგვარიგოს ჭკუა და მორალური პოზიციებიდან როგორ უნდა გვესაუბროს ეს მანტიაჩაცმული ჩვეულებრივი დავალებების შემსრულებელი სუბიექტი", - განაცხადა ბასილაიამ.

ბექა ბასილაიას განმარტებით, მოსამართლემ მათი სამუშაო გრაფიკი არ გაითვალისწინა და ისე გაწერა სამუშაო განრიგი.

"პრობლემა ისაა რომ არევაძე არ ითვალისწინებდა ჩვენს გრაფიკებს, ვუხსნიდი, რომ 6-ში პირადად ჩემი სასამართლო პროცესია ჩანიშნული, ამის პარალელურად სხვა პროცესებიც. ვუხსნიდი, რომ 23-ში ჩანიშნულია ამავე სასამართლოში თემურ ჯანაშიას პროცესი. ის ამბობს, არა, მე მაქვს დავალება მიღებული და მე უნდა ჩავატარო თვეში დაახლოებით 15 პროცესი, რომ გაზაფხულისთვის მზად ვიყო განაჩენის მისაღებადო. მე ახლა გაძევებული ვარ შესაბამისად, სამართლებრივ ფორმატში აღარ ვმონაწილეობ. მას არ უნდა, რომ ესმოდეს კრიტიკული აზრი პროცესზე და საბოლოოდ მივალთ იქამდე, რომ პროცესზე არც ბრალდებული იჯდება, არც - ადვოკატი. იჯდება არევაძე და იჯდება პროკურორი, თვითონ დაუკრავენ და თვითონვე იცეკვებენ. გვარამიამ უთხრა, რომ 6 იანვარი მიუღებელი იყო მისთვის, მხოლოდ ერთ თარიღზე იყო საუბარი და მოსამართლე არევაძე შეეცადა საკუთარი თავისთვის შეექმნა კომფორტი, რომ გვარამიას თანდასწრებით პროცესის ჩატარებას ურჩევნია გაძევებული ჰყავდეს ის, რომ, რაც შეიძლება ნაკლები მორალური ტვირთი ჰქონდეს პროცესის მინდინარეობის დროს, მაგრამ ძალიან ცდება, რადგან იმ პროცესზე არის დიტო საძაგლიშვილი, ქეთი ჩომახაშვილი და არც სხვები არ აპირებენ ეს უმსგავსობა აიტანონ”,- განაცხადა ბასილაიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა