მეუფე პეტრე ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მეუფე პეტრემ განუცხადა, საზოგადოებამ უნდა გაიგოს, ხელისუფლებამ და საეკლესიო ხელისუფლებამ ერთობლივი ძალებით როგორ დაგეგმა „ციანიდის საქმე“.

„ვინაიდან 2018 წლის სხდომაზე წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამი ინსტანციის გავლის შემდეგ შექმნიდა შიდა კომისიას, რომელიც შეისწავლიდა ამ საქმეს, ნათელს მოჰფენდა ბევრ პასუხგაუცემელ შეკითხვას და საპატრიარქო თავს იკავებს, ემალება ამ განჩინების აღსრულებას, მიმაჩნია, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, იმდენად ბევრი დარღვევა მოხდა, იმდენად ბურუსითაა მოცული და ანტიქრისტიანულ და ბოროტ სცენარს ჰქონდა ადგილი „ციანიდის საქმის“ დაგეგმვის დროს, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ერში თუ ბერში, ხელისუფლებასა თუ საეკლესიო ხელისუფლებაში როგორი ერთობლივი ბოროტმოქმედებით დაიგეგმა „ციანიდის საქმე“. აუცილებალდ უნდა ჩამოვხსნათ ფარდა და ნათელი მოვფინოთ „ციანიდის საქმეს“ პირველი დღიდან-დღემდე მიმდინარე მოვლენებს“, - განაცხადა მეუფე პეტრემ.

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ საპატრიარქოს მხოლოდ შუამდგომლობის დაყენების ფორმატი აქვს. მეუფე პეტრეს თქმით, ეს განცხადება უპასუხისმგებლოა.

„ეს არის სრული უპასუხისმგებლობა და დაბრუნება პილატეს მიერ ქრისტეს სასამართლოზე ხელის დაბანისა, მცდელობა ყოველ შემთხვევაში. საპატრიარქოს კეთილი ნების შემთხვევაში, ვინაიდან წმინდა სინოდის გადაწყვეტილების მთავარი მოტივაცია, რომ ეშუამდგომლა, იყო მამაოს მძიმე ავადმყოფობა, საპატრიარქოს შეეძლო, ალტერნატიული შუამდგომლობა გაეწია იმ სამინისტროსთვის, რომელსაც კანონი ავალდებულებს და აძლევს უფლებას, რომ გადავადების სახით, სამკურნალოდ გამოეშვან პატიმარი. სპატრიარქო ვინაიდან ამას არ აკეთებს, უკვე არ არის გულწრფელი“, - აღნიშნა ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა პატიმრობაში მყოფი დეკანოზის მონახულებას, მეუფე პეტრე ასე პასუხობს: „მე დღემდე თავი შევიკავე მონახულებისგან, რომ რაღაც არ გამხდარიყო მისი შეწყალების მიმართ შემაფერხებელი გარემოება, ამიტომ არ მომითხოვია და შემდგომში ვნახოთ“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა