ექიმის განცხადებით, არ დასტურდება, გახდა თუ არა 8 წლის მოზარდის გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი

გუშინ დილით „პრივატ კლინიკაში“ 8 წლის მოზარდი გარდაიცვალა. პაციენტი კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობისა და ცხელების ფონზე მოხვდა.

ექიმ-რეანიმატოლოგის, ოლიკო გახელაძის ცნობით, მოზარდი კლინიკაში 1 კვირის მანძილზე იმყოფებოდა, გარდაცვალების მიზეზად არ დასტურდება ღორის გრიპი და გარდაცვალების მიზეზის დასადგენად მასალა იდენტიფიცირებისთვის არის გადაგზავნილი.

„პაციენტი შემოვიდა ავადობის სამდღიანი ანამნეზით. შემოსვლისას ყურადღებას იპყრობდა სუნთქვის მწვავე უკმარისობის კლინიკა ცხელების ფონზე. დაწყებული მკურნალობის ფონზე მდგომარეობა სწრაფად პროგრესირებდა, განვითარდა რესპერატორული დისტრესის კლინიკა, პაციენტი გადაყვანილი იქნა ხელოვნურ ვენტილაციაზე. მიუხედავად ამისა, მდგომარეობა ძალიან გართულდა, გამოიკვეთა პოლიორგანული უკმარისობა და დღეს დილას დასრულდა ლეტალური შედეგით. მასალა გაგზავნილია გამომწვევის იდენტიფიცირებისათვის. ღორის გრიპი არ დასტურდება. ერთი კვირის მანძილზე იმყოფებოდა ჩვენს კლინიკაში,“ - განაცხადა ოლიკო გახელაძემ.

იხილეთ ვიდეო

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
07.07.2025 / 08:38
ექიმის განცხადებით, არ დასტურდება, გახდა თუ არა 8 წლის მოზარდის გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი

გუშინ დილით „პრივატ კლინიკაში“ 8 წლის მოზარდი გარდაიცვალა. პაციენტი კლინიკაში სუნთქვის მწვავე უკმარისობისა და ცხელების ფონზე მოხვდა.

ექიმ-რეანიმატოლოგის, ოლიკო გახელაძის ცნობით, მოზარდი კლინიკაში 1 კვირის მანძილზე იმყოფებოდა, გარდაცვალების მიზეზად არ დასტურდება ღორის გრიპი და გარდაცვალების მიზეზის დასადგენად მასალა იდენტიფიცირებისთვის არის გადაგზავნილი.

„პაციენტი შემოვიდა ავადობის სამდღიანი ანამნეზით. შემოსვლისას ყურადღებას იპყრობდა სუნთქვის მწვავე უკმარისობის კლინიკა ცხელების ფონზე. დაწყებული მკურნალობის ფონზე მდგომარეობა სწრაფად პროგრესირებდა, განვითარდა რესპერატორული დისტრესის კლინიკა, პაციენტი გადაყვანილი იქნა ხელოვნურ ვენტილაციაზე. მიუხედავად ამისა, მდგომარეობა ძალიან გართულდა, გამოიკვეთა პოლიორგანული უკმარისობა და დღეს დილას დასრულდა ლეტალური შედეგით. მასალა გაგზავნილია გამომწვევის იდენტიფიცირებისათვის. ღორის გრიპი არ დასტურდება. ერთი კვირის მანძილზე იმყოფებოდა ჩვენს კლინიკაში,“ - განაცხადა ოლიკო გახელაძემ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს