მომღერალი დავით გომართელი იტალიაში საქართველოს საელჩოში მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა

მომღერალი დავით გომართელი იტალიაში საქართველოს საელჩოში კულტურული მიმართულებით მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

უწყების ინფორმაციით, დავით გომართელს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება აქვს და ის უწყებაში 2005 წელს, სალომე ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს წამყვან პოზიციას იკავებდა.

„მისი პორტფელი მოიცავს კულტურის სფეროში საქმიანობას, კერძოდ ქართული კულტურის პოპულარიზაციას იტალიაში. მოგეხსენებათ, რომ დავით გომართელს გააჩნია საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გამოცდილება, იგი წამყვან პოზიციას იკავებდა უწყებაში 2005 წელს, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს და ზოგადად დამკვიდრებული პრაქტიკაა, როდესაც კულტურის მოღვაწეებს დიპლომატია იყენებს სხვადასხვა ქვეყანაში, პოზიტიური იმიჯის განმტკიცების მიმართულებით. გამომდინარე იქიდან, რომ ბატონ დავითს ამ მხრივ ჰქონდა საკმაოდ კარგი გამოცდილება, მისი იტალიური კულტურისა და იტალიური ენის ცოდნა იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ის შეირჩა ამ კანდიდატურაზე“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2021
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი