იღუმენია თამარ გამყრელიძეს ზიარების მიღება აეკრძალა

იღუმენია თამარ გამყრელიძეს წმინდა ზიარების მიღება აეკრძალა და სინანულის ვადა მიეცა. იღუმენია თამარ გამყრელიძე სოციალურ ქსელში ბრძანებას აქვეყნებს, რომელსაც ხელს პატრიარქი აწერს.

„მასმედიასა და სოციალურ ქსელში იერარქიის მიმართ გაკეთებული ბრალდებებისა და შეურაცმყოფელი განცხადებების გამო და კანონიკური ნორმების უხეში დარღვევისთვის იღუმენია თამარს (გამყრელიძე) აეკრძალოს წმინდა ზიარების მიღება და მიეცეს ვადა სინანულისა“, - ნათქვამია ბრძანებაში, რომელსაც ხელს პატრიარქი აწერს და საპატრიარქოს მიმართავს.

იღუმუნია მიიჩნევს, რომ ის სიმართლისათვის, სამართლიანობისათვის და მართალი მღვდელმთავრის გვერდში დგომისათვის, უზიარებლობით დაისაჯა. იღუმენია თამარ გამყრელიძე ასევე საპატრიარქოს მღვდელმთავრების კომისიაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „სადამსჯელო ბრძანება“ პატრიარქის ფაქსიმელიით გამოუგზავნეს.

„ეს ის საპატრიარქოს მღვდელმთავრების კომისიაა, კიდევ ერთი საქართველოს ეკლესიის "მარგალიტ" დეკანოზ მიქაელ ბოტკოველთან ერთად, რომელმაც, მე იღუმენია თამარ გამყრელიძე, სიმართლისათვის, სამართლიანობისათვის და მართალი მღვდელმთავრის გვერდში დგომისათვის, უზიარებლობით დამსაჯა და უფრო მეტი ბოროტება ჩაიდინა. მხოლოდ საკუთარი სირცხვილის, თავისი უღირსების გადასაფარავად პასუხისმგებლობა პატრიარქს დააკისრეს და სადამსჯელო ბრძანება მისი ფაქსიმელიით გამომიგზავნეს. სად არის საპატრიარქოს კიდევ ერთი "მთავარი" ფიგურა ე.წ ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი?! ვაი შენდა დღევანდელო საქართველოს საპატრიარქოვ! უფალმა განწმინდოს, სიმართლის, ჭეშმარიტების ზეიმი ქრისტეშობა გაგვითენოს და დაგმოს ყოველივე ფარისევლობა, ფარისევლობის მსახურება და ფარისევლური ალილო!“ - წერს იღუმენია თამარ გამყრელიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ