საშობაო საჩუქარი მკითხველს - გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, „სახარება ოთხთავი“ გამოვიდა

6 იანვარს, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად, გამოვიდა „სახარება ოთხთავი“, რომლის შეძენას მკითხველი სპეციალურ ფასად შეძლებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „პალიტრა L“-დან აცნობეს, წიგნში, რომელიც გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პოპულარული პროექტის ფარგლებში გამოიცა, მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებები შედის და შექმნილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით.

მათივე ინფორმაციით, წიგნი დაბეჭდილია სპეციალურ, თერმულად დამუშავებულ ფურცლებზე, გაფორმებულია ოქროს გრავირებით და მოთავსებულია ასევე, თერმულად დამუშავებულ ტყავის ჩანთა-ყდაში, რომელიც ელვაშესაკრავით იკვრება.

„წიგნის ბოლოში მკითხველს დახვდება „ოთხთავის“ საძიებელი. ეს არ არის უბრალოდ სარჩევი: მოგეხსენებათ, სხვადასხვა „სახარებაში“ არის ერთი და იგივე ამბავი, იგავი თუ ქადაგება, რომლებიც მახარებლებმა (სახარებათა ავტორებმა) აღწერეს. მკითხველსაც ხშირად უჩნდება სურვილი, სწრაფად მოძებნოს ეს პარალელური ადგილები სხვადასხვა სახარებაში. აი, სწორედ ამაში დაეხმარება მას „ოთხთავის“ საძიებელი“, - აცხადებს წიგნის რედაქტორი თამარ მამაცაშვილი.

მათივე ცნობით, წიგნის სპეციალური ფასი 11 ლარი და 50 თეთრია, „კვირის პალიტრასთან“ ერთად კი - 13 ლარი.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს