მოსამართლე გიორგი არევაძე - რამე ფორმით ვტოვებ მთვრალის, ავადმყოფის შთაბეჭდილებას? - ნიკა გვარამიას ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს

რამე ფორმით ვტოვებ მთვრალის, ავადმყოფის შთაბეჭდილებას? მართლა მაინტერესებს, - ამ კითხვით ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმის მოსამართლემ გიორგი არევაძემ დაცვის მხარეს მიმართა. აღნიშნულის შესახებ, მოსამართლემ განცხადება სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა, რითაც გასული სასამართლო პროცესის შემდეგ, ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, მოსამართლე გიორგი არევაძე პროცესზე არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. გვარამია საკუთარ განცხადებაში მოსამართლის "სიფხიზლეზე შემოწმებას"ითხოვდა.

"ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, როგორ გამოვიყურები. რამე ფორმით ვტოვებ მთვრალის, ავადმყოფის შთაბეჭდილებას? მართლა მაინტერესებს", - იკითხა მოსამართლემ, რასთან დაკავშირებითაც ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მსგავსი პრეტენზია რომ გასჩენოდათ, შუამდგომლობას დააყენებდნენ.

"მე ვამაყობ ჩემი ოჯახით, წარმომავლობით, უზრდელობას არ ავყვები, არც ჩემი პროფესიული ეთიკა მაძლევს უფლებას ასე ვისაუბრო და არც მორალი", - განაცხადა გიორგი არევაძემ.

მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუკი, სააპელაციო სასამართლო ნიკა გვარამიას სხდომათა დარბაზში დაბრუნების ნებას დართავს, გვარამიას ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს.

"თუ სააპელაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ამაზე საუბარი დღის წესრიგში აუცილებლად დადგება. მან იცოდეს, რომ თუ ის დაბრუნდება, მას ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. ეს არ არის საკითხი, რომელიც შეიძლება მარტივად გატარდეს. ნათქვამზე პასუხისმგებლობის აღება ყველას უნდა შეეძლოს", - განაცხადა მოსამართლე არევაძემ.

მან ასევე განმარტა, რომ ნიკა გვარამიას სტატუსი არ აძლევს უფლებას, მოსამართლეს შეურაცხყოფა მიაყენოს, რასთან დაკავშირებითაც ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა, რომ მოსამართლესაც არ აქვს უფლება ბრალდებულის მიმართ "პირადი, მკვეთრად გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება დააფიქსიროს".

მოსამართლე გიორგი არევაძემ ასევე განმარტა, რომ მას ალკოჰოლი არ მიუღია, ვინაიდან ამის საშუალებას მას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს.

"რაც შეეხება თრობას, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ მაძლევდა საშუალებას, რომ ალკოჰოლი მიმეღო", - განაცხადა არევაძემ.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ შესავალი სიტყვა წარმოთქვა. შემდეგი პროცესი 10 იანვარს, 14:30 საათზე გაიმართება.

სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს