ნიკა გვარამიას ინფორმაციით, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო

ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას მისი ერთ-ერთი ადვოკატი ნიკა გვარამია ავრცელებს.

როგორც გვარამია სოციალურ ქსელში წერს, გიორგი მამალაძეს საუბარიც უჭირს.

“ახლა გამოვედი დეკანოზი მამალაძისგან. ეს კაცი უბრალოდ ივანიშვილის და საპატრიარქოს ტყვე კი არაა, სიკვდილმისჯილია.

შიმშილობა გამოაცხადა, ძლივს საუბრობს, წართმეულ მხარეს კიდურები დაუწვრილდა. მოკლედ, ჩუმად კვდება ადამიანი და ჩვენ, უთავმოყვაროებს, პრეზიდენტის მოლოდინი გვაქვს“, - წერს გვარამია სოციალურ ქსელში.

იხილეთ ვიდეო

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს