ამერიკელი დემოკრატები დონალდ ტრამპს მოუწოდებენ, გაშიფროს რის საფუძველზე ჩაატარა ყასემ სულეიმანის წინააღმდეგ ოპერაცია

ამერიკის სენატში „დემოკრატების“ ლიდერმა ჩაკ შუმერმა და სენატის უცხოეთის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რობერტ მენენდესმა ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მოუწოდეს, სრულად გაშიფროს ირანელ გენერალ ყასემ სულეიმანთან დაკავშირებით ჩატარებული ოპერაციის საფუძველი.

„გწერთ თხოვნით და მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გაშიფროთ 2020 წლის 4 იანვრის უწყება სამხედრო უფლებამოსილების შესახებ, რომელიც თქვენ გაუგზავნეთ კონგრესს აშშ-ს სამხედრო ოპერაციის შემდეგ, „ყუდსის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ძალების სარდლის ყასემ სულეიმანის წინააღმდეგ“, - ნათქვამია შუმერის მიერ „ტვიტერის“ პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ტრამპისადმი წერილში.

„დემოკრატების“ აზრით, პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ამერიკელ ხალხსაც.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს