მეუფე დიმიტრი - მეუფე პეტრეს დეკანოზ გიორგი მამალაძის ციხეში ყოფნის გახანგრძლივებაში დიდი როლი აქვს

დეკანოზ გიორგი მამალაძის ციხეში ყოფნის პერიოდის გახანგრძლივებაში დიდი როლი მეუფე პეტრეს აქვს, - ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა, მეუფე დიმიტრიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე მას აშანტაჟებდა.

„პირველივე პერიოდში, ჯერ კიდევ სასამართლომდე, დეკანოზმა მამალაძემ მომწერა წერილი, რომლის შინაარსსაც ჭყონდიდის მეუფეც არ ახმოვანებდა, რაც მეტად უცნაური იყო და მეც თავი შევიკავე, რადგან იქ იყო ძალიან მძიმე რამ მამალაძის მხრიდან. ის იმუქრებოდა, რომ მე ვიღაც-ვიღაცებზე ინფორმაციები ფაილებად დავამზადე და გავიტანე უცხოეთში და ამას გამოამზეურებდა. მამალაძე წერდა, თუ თქვენ არ დამიხსნით ციხიდან, მე ამას ყველაფერს ჟურნალისტებს და სააგენტოებს დავურიგებო. ეს არის შანტაჟი. დეკანოზს პირადად რომ შევხვდი, მაშინ მან უარყო და თქვა, რომ ეს მისი დაწერილი არ იყო. მერე აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 5 მღვდელმთავრისთვის ჰქონდა ანალოგიური წერილი გაგზავნილი.

მამალაძის ციხეში ყოფნის პერიოდის გახანგრძლივებაში, მეუფე პეტრეს დიდი როლი აქვს. მეტად უცნაურს რამეს გეტყვით, რადგან ინტერესი არ კვდება. როდესაც სინოდზე დააყენა მისმა უწმინდესობამ საკითხი მამალაძის შეწყალების თაობაზე, ვის უნდა გახარებოდა ეს ყველაზე მეტად, მეუფე პეტრეს ხომ ასეა? ვერ გამოხატა გახარება, უაზროდ დაიწყო ყვირილი და მერე იძულებული გახდნენ, რომ გამოეყვანათ. აქედან გამომდინარე, მე მართალი გითხრათ ძალიან გაოცებული დავრჩი. იმაში, რომ დღეს მამალაძეს უხანგრძლივდება ციხეში ყოფნა, ფაქტია, რომ ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილს უსაზღვროდ დიდი როლი აქვს.

მამალაძის შეწყალების ინიციატივა პატრიარქს ეკუთვნის. პირადად მესაუბრა და მითხრა, რომ სურდა ეს ყველაფერი დასრულებულიყო. ეს არის უწმინდესის ნება. ცილისწამებაა, რომ დეკანოზი არის პატრიარქის ტყვე და ილია მეორეს არ უნდა მისი ციხიდან გამოყვანა“, - აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია