8 იანვრიდან, ჭავჭავაძის გამზირის გარკვეულ მონაკვეთზე საავტომობილი მოძრაობა შეიზღუდება

ხვალიდან, 8 იანვრიდან კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩის მიმართულებით ჭავჭავაძის გამზირი გადაიკეტება. ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა ვიქტორ წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

წილოსანის ინფორმაციით, ვაკის პარკიდან ვარაზის ხევამდე აბაშიძის გამზირი, ხოლო ვარაზის ხევიდან ვაკის პარკის მიმართულებით ფალიაშვილის გამზირი ცალმხრივი იქნება და ეს შეზღუდვა დაახლოებით 2 თვის განმავლობაში იმოქმედებს.

“8 იანვრის ღამის 01:00 საათიდან გადაიკეტება კავსაძიდან ყიფშიძის მიმართულებით ჭავჭავაძის გამზირი. შესაბამისად სატრანსპორტო საშუალებები შემდეგი მიმართულებებით შეძლებენ გადაადგილებას: ვაკის პარკიდან ვარაზის ხევამდე ცალმხრივი იქნება აბაშიძის გამზირი და ვარაზის ხევიდან ვაკის პარკის მიმართულებით ასევე ცალმხრივი იქნება ფალიაშვილის გამზირი. ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზის ხევიდან კავსაძის მიმართულებით დარჩება იგივენაირად, ორმხრივად მოძრაობა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ არაყიშვილიდან რამიშვილის მიმართულებით შესაძლებელი იქნება ჩასვლა ახალ გზაზე. მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში იქნება ჩაკეტილი”,- განაცხადა წილოსანმა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს