ალექსანდრე თვალჭრელიძე - პარადოქსულია, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლება არავითარ ახალ პროექტს არ გვთავაზობს, ოპოზიციიდან კი ერთადერთი ლოზუნგი ისმის - „ძირს ივანიშვილი“

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ საბუნებისმეტყველო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, ვინაიდან, ახლა ყველაზე განხილვადი თემა აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით ბაღდადის აეროპორტში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის გენერალი ყასემ სულეიმანის აფეთქება და ის პროცესებია, რამ მას შემდეგ განვითარდა, ჩვენი საუბარიც ამ თემით უნდა დავიწყოთ.

ამ თემით საუბრის თქვენთან დაწყება იმითიცაა საინტერესო, რომ თქვენ ათეული წლებია აქტიურად თანამშრომლობთ ირანელ კოლეგებთან და შესაბამისად ხშირად გიწევთ ამ ქვეყანაში ყოფნა.

გენერალ სულეიმანის დაღუპვის გამო მოვლენათა განვითარების სხვადასხვა სცენარებზე კი საუბრობენ, მაგრამ თქვენი დაკვირვებით, სავარუდოდ რა გართულებებია მოსალოდნელი აშშ-სა და ირანს შორის და ამის გამო რა საფრთხეებისა და გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო?

- მე პრეზიდენტ ტრამპის ქმედებები სრულიად გაუმართლებლად მიმაჩნია. ერთია, როცა ხორციელდება ოპერაცია, ვთქვათ, „ისლამური სახელმწიფოს“, ანუ არაფორმალური, ტერორისტული, გასაიდუმლოებული ორგანიზაციის ლიდერის მოსასპობად და სულ სხვაა, როცა სხვა ქვეყნის ოფიციალურ პირზე ხორციელდება თავდასმა.

მაშ, რა განსხვავებაა ტერორისტულ ორგანიზაციასა და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას შორის?

მეტიც, თუ აქამდე არაფუნდამენტალისტური მოსახლეობის სიმპათიები აშშ-ს მხარეზე იყო და ისინი ირანის წინააღმდეგ სანქციებს უჭერდნენ მხარს, დღეს ვითარება მთლიანად შეცვლილია.

ამ ქმედებების შემდეგ ირანის ოფიციალურ პირებს მიეცათ საბაბი აშშ ტერორიზმში დაადანაშაულონ. გარდა ამისა, ტრამპის ეს, ჩემი აზრით, დაუფიქრებელი და იმპულსური ქმედებები არ იყო შეთანხმებული არც ერაყში განთავსებული საერთაშორისო სამხედრო ძალების სარდლობასთან და არც, როგორი პარადოქსული არ უნდა იყოს, საკუთარ მთავრობასთან, არაფერი რომ არ ვთქვათ კონგრესსა და სენატზე.

ტრამპის, ჩემი აზრით, დაუფიქრებელი და იმპულსური ქმედებები არ იყო შეთანხმებული არც ერაყში განთავსებული საერთაშორისო სამხედრო ძალების სარდლობასთან და არც, როგორი პარადოქსული არ უნდა იყოს, საკუთარ მთავრობასთან, არაფერი რომ არ ვთქვათ კონგრესსა და სენატზე

იან სტოლტენბერგი იძულებული იყო ოფიციალურად გამოეცხადებინა, რომ ნატო უსაფრთხოების გამო წყვეტდა თავის მისიას ერაყში, რაც ჰუმანური კატასტროფის ტოლფასია.

კიდევ უფრო შემაშფოთებელია ტრამპის მუქარა, რომ ექსკალაციის შემთხვევაში იგი ირანის ისტორიულ ძეგლებზე მიიტანს იერიშს. ასეთი რამ ჩვენ მხოლოდ ავღანეთში, თალიბების მიერ განხორციელებულ ქმედებებში გვინახავს.

აშშ-ს პრეზიდენტს ასეთი გამონათვამები არ ეკადრება - ერთი ხელით იგი მსოფლიოში დემოკრატიას ამკვიდრებს, ხოლო მეორე ხელით კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის ემზადება.

გარდა ამისა, ამ აქტს არაპირდაპირი ძალზე ნეგატიური შედეგი აქვს. ირანში ძლიერი იყო ანტიკლერიკანული და პროამერიკანული განწყობები. გახსოვთ ალბათ მთელ ქვეყანაში ანტისამთავრობო მიტინგების ტალღა. ყასემ სულეიმანის მკვლელობამ კი ისევ შეკრა ერი ერთ მუშტად, ქვეყანაში მკვეთრად ანტიდასავლურმა სულისკვეთებამ დაისადგურა.

ამ აქტს არაპირდაპირი ძალზე ნეგატიური შედეგი აქვს. ირანში ძლიერი იყო ანტიკლერიკანული და პროამერიკანული განწყობები. გახსოვთ ალბათ მთელ ქვეყანაში ანტისამთავრობო მიტინგების ტალღა. ყასემ სულეიმანის მკვლელობამ კი ისევ შეკრა ერი ერთ მუშტად, ქვეყანაში მკვეთრად ანტიდასავლურმა სულისკვეთებამ დაისადგურა

პრეზიდენტ რუჰანის გაუქრა პოლიტიკური მანევრის შესაძლებლობა და ძალაუფლება მთლიანად სულიერი ლიდერის ჰამაენისა და მისდამი დაქვემდებარებულ რევოლუციის გუშაგთა ხელში გადავიდა.

პოზიტიური ძვრები, რომლებიც თითქოს კარზე იყო მიმდგარი, განუსაზღვრელი დროით, წლებით გადავადდა. ანუ ტრამპმა მიიღო უკუშედეგი, მთელი მისი ქმედებანი ირანის წინააღმდეგ განწირულია და დაპირისპირებამ უკედურესად მწვავე ხასიათი მიიღო.

რასაკვირევლია, ოფიციალური ირანი მიიღებს სათანადო ზომებს, ამას ქვეყნის მოსახლეობა მისგან ელოდება. სხვა საკითხია, როგორი იქნება ეს ზომები. ამ თვალთახედვით მრავალი სცენარი შეიძლება განვიხილოთ.

მაგალითად, ირანმა შეიძლება ჩაკეტოს სპარსეთის ყურე, მაგრამ ამას ახალი ლოკალური ომი მოყვება. ან „ჰეზბოლას“ შუამდგომლობით განახოციელოს შეტევები ისრაელის წინააღმდეგ, მაგრამ ამას უკვე დაუფარავი საბრძოლო მოქმედებები მოყვება.

ან კიდევ განახორციელოს ტერორისტული აქტები აშშ-ს დიპლომატებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ. ამ თვალსაზრისით საქართველოს უსაფრთხოების სტრუქტურები ფხიზლად უნდა იყვნენ, რათა აშშ-ს საელჩოს წინააღმდეგ ტერაქტები თავიდან აიცილონ.

თუმცა, საქართველოს ჩათრევა კონფლიქტში ნაკლებად მოსალოდნელია - ირანს სჭირდება ერთი მაინც მეგობრულად განწყობილი ქვეყანა, ხოლო საქართველოში ირანის მოქალაქეთა ინტერესები დიდია. უფრო მოსალოდნელია, რომ საქართველო განხილულ იქნას როგორც ევროპისკენ მიმავალ ტერორისტთა სატრანზიტო ბაზა და აქაც უდიდესი სიფხიზლეა საჭირო.

მეტს დღეისთვის ვერაფერს გეტყვით, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

საქართველოს ჩათრევა კონფლიქტში ნაკლებად მოსალოდნელია - ირანს სჭირდება ერთი მაინც მეგობრულად განწყობილი ქვეყანა, ხოლო საქართველოში ირანის მოქალაქეთა ინტერესები დიდია. უფრო მოსალოდნელია, რომ საქართველო განხილულ იქნას როგორც ევროპისკენ მიმავალ ტერორისტთა სატრანზიტო ბაზა და აქაც უდიდესი სიფხიზლეა საჭირო

- საკმაოდ რთული წელი იყო საქართველოსთვის 2019 წელი. ქვენი დაკვირვებით, საშინაო პოლიტიკაში ტენდენციების თვალსაზრისით რომელ ტენდენციებზე გაამახვილებდით ყურადღებას, რომელიც 2019 წელმა გამოავლინა და რომელსაც, სავარაუდოდ გაგრძელება 2020 წელსაც ექნება?

- ჩემთვის გასული წელი მეტად სევდიანი გამოდგა. არ ვილაპარაკებ „გავრილოვის“ სკანდალზე, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის არშესრულებულ დანაპირებებზე, ეროვნული ბანკის არაპროფესიულ ქმედებებზე, რასაც სამომხმარებლო ფასების ტალღისებრი ზრდა მოყვა.

ეს ყველასთვის კარგად ცნობილია. თქვენს ყურადღებას გავამახვილებ უფრო ზოგად ტენდენციებზე, რასაც, ჩემდა გასაკვირად, არავინ აანალიზებს.

ჩემთვის ყველაზე სამწუხარო, ყველაზე შემაშფოთებელი 2019 წელს პოლიტიკური ეთიკის, მორალის, ზნეობის სტანდარტის მკვეთრი დაქვეითება იყო. ეს ეხება უკლებრივ ყველას, ხელისუფლებას, ოპოზიციას და, როგორი დასანანიც არ უნდა იყოს, არასამთავრობო სექტორსაც, თუნდაც მოძრაობა „კმარას“, რომელიც თავდაპირველად ძალიან მომწონდა.

ჩემთვის ყველაზე სამწუხარო, ყველაზე შემაშფოთებელი 2019 წელს პოლიტიკური ეთიკის, მორალის, ზნეობის სტანდარტის მკვეთრი დაქვეითება იყო. ეს ეხება უკლებრივ ყველას, ხელისუფლებას, ოპოზიციას და, როგორი დასანანიც არ უნდა იყოს, არასამთავრობო სექტორსაც. თუნდაც მოძრაობა „კმარას“, რომელიც თავდაპირველად ძალიან მომწონდა

პოლიტიკურ დებატებსა და სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაში ჩვენ გვავიწყდება, რომ ერთი ერის შვილები, ერთი სახელმწიფოს მოქალაქეები ვართ და რომ ძალაუფლებისთვის ან მის საწინააღმდეგოდ ბრძოლაში არ უნდა გადავლახოთ წითელი ხაზები, რომლებიც ქვეყნის ფუძემდებლურ ინტერესებზე, მის უსაფრთხოებაზე გადის. არადა, ჩვენ პოლიტიკურ დებატებში ამ ხაზებს წამდაუწუმ ვკვეთავთ და ძირს ვუთხლით სახელმწიფოს. ჩვენ პოლიტიზირებულ სახელმწიფოს შევეჩვიეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ ევროპული სტანდარტის სამოქალაქო თვითშეგნებას.

პოლიტიკურ დებატებსა და სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებაში ჩვენ გვავიწყდება, რომ ერთი ერის შვილები, ერთი სახელმწიფოს მოქალაქეები ვართ და რომ ძალაუფლებისთვის ან მის საწინააღმდეგოდ ბრძოლაში არ უნდა გადავლახოთ წითელი ხაზები, რომლებიც ქვეყნის ფუძემდებლურ ინტერესებზე, მის უსაფრთხოებაზე გადის

არ ვიცი, მოისმინეთ თუ არა ჩვენ ხელისუფალთა, მაგალითად, პრეზიდენტის წინასაახალწლო გამოსვლები? ისინი იმდენად უსახო, იმდენად არაფრისმთქმელი იყო, რომ ერთ ყურში შევიდა და მეორედან ისე გავიდა, რომ სულში არც ერთი ძარღვი არ აფრიალებულა.

ჩვენ პოლიტიზირებულ სახელმწიფოს შევეჩვიეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ ევროპული სტანდარტის სამოქალაქო თვითშეგნებას

იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფალნი საახალწლო სუფრას მოწყვიტეს და ისინი ვალის მოხდის შემდეგ ისევ სუფრაზე დაბრუნებას ჩქარობდნენ. შეადარეთ ეს გამოსვლები, მაგალითად, პრეზიდენტ ზელენსკის სპიჩს, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ „ვინ ვარ მე?“. მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ უკრაინელი და უკრაინული არ ვიცი, მისმა გამოსვლამ ჩემზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ სული შემეკრა, უკრაინელ ხალხთან ძმობა და თანადგომა ვიგრძენი და ვნანობდი, რატომ არ გვყავს ასეთი პრეზიდენტი.

ჩემი აზრით, ეს არასახარბიელო ტენდენციები 2020 წელსაც გაგრძელდება და წინასაარჩევნო კამპანია მკვეთრ დაპირისპირებასა და ერთმანეთის ლანძღვა-გინებაში ჩაივლის პოზიტიური იდეების სრული დეფიციტის ფონზე.

ეს არასახარბიელო ტენდენციები 2020 წელსაც გაგრძელდება და წინასაარჩევნო კამპანია მკვეთრ დაპირისპირებასა და ერთმანეთის ლანძღვა-გინებაში ჩაივლის პოზიტიური იდეების სრული დეფიციტის ფონზე

- 2019 წელს ხელისუფლებას უამრავ მიზეზთა გამო უამრავი გამოწვევა ჰქონდა. სხვა საკითხია თუ როგორ შეძლო მან მათთან გამკლავება. თქვენი აზრით, რა ტიპის გამოწვევებს გაუმკლავდა ხელისუფლება და რა ტიპის გამოწვევებზე იყო მისი რეაგირება არც თუ ისე წარმატებული და დამაჯერებელი, ზოგ შემთხვევაში გაუგებარიც კი?

- ისევ მაბრუნებთ იმ საკითხებზე, რომლებიც ყველამ მშვენივრად იცის. ერთადერთი, რასაც მთავრობამ მეტ-ნაკლებად წარმატებით გაართვა თავი, ინფრასრუქტურული პროექტების განხორციელება იყო, რაც მეტად მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი. და მაინც, ამ ფონზე გუდაურსა და ბაკურიანში წყლის ნაკლებობაა, რაც მხოლოდ წყალმომარაგების გაერთიანებული კომპანიის მენეჯმენტის არასპროფესიონალიზმით აიხსნება.

ერთადერთი, რასაც მთავრობამ მეტ-ნაკლებად წარმატებით გაართვა თავი, ინფრასრუქტურული პროექტების განხორციელება იყო, რაც მეტად მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი

ეკონომიკის დარგში ყველაზე შემაშფოთებელი ლარის კურსის ვარდნა და მკვეთრი მერყეობა იყო. ხელისუფლება კი დროდადრო ასტაბილურებდა კურსს, მაგრამ სულ უფრო დაბალ ნიშნულზე. ამას მე ვერაფრით, გარდა ეროვნული ბანკის ცუდი მუშაობისა, ვერ ავხსნი.

ყველაზე პარადოქსულია, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლება არავითარ ახალ პროექტს არ გვთავაზობს. ანუ ჩვენ ისევ სიღარიბისთვის უნდა ვიყოთ განწირული და ველოდოთ ტურისტების რიცხვის მატებას, რომლებიც მალე შთანთქავენ ძირძველ მოსახლეობას.

ყველაზე პარადოქსულია, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლება არავითარ ახალ პროექტს არ გვთავაზობს. ანუ ჩვენ ისევ სიღარიბისთვის უნდა ვიყოთ განწირული და ველოდოთ ტურისტების რიცხვის მატებას, რომლებიც მალე შთანთქავენ ძირძველ მოსახლეობას

ასევე პარადოქსულია, რომ ოპოზიციიდანაც ერთადერთი ლოზუნგი ისმის - „ძირს ბიძინა ივანიშვილი“. კარგი, წააგებს „ქართული ოცნება“ არჩვნებს, მოხვალთ ხელისუფლებაში და მერე რას იზამთ?

ანუ, როგორც, თუ არ მეშლება, „უცნობის“ სიმღერაშია, „ქვეყანაში ფერებია მუქი“.

ასევე პარადოქსულია, რომ ოპოზიციიდანაც ერთადერთი ლოზუნგი ისმის - „ძირს ბიძინა ივანიშვილი“. კარგი, წააგებს „ქართული ოცნება“ არჩვნებს, მოხვალთ ხელისუფლებაში და მერე რას იზამთ?

- 2019 წელი საკმაოდ აქტიური იყო ოპოზიციისთვის. სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფები ჯერ ცალ-ცალკე აქტიურობდნენ, მაგრამ მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა მის მიერვე ინიციირეებულ უბარიერო პროპორციულ სისტემაზე თქვა უარი, ხელისუფლების წინააღმდეგ ლამის მთელი ოპოზიცია გაერთიანდა ერთ საითხში.

თქვენი აზრით, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გაათვალისწინებით, როგორი იყო 2019 წელი ოპოზიციური სპექტრისთვის?

- არ შეიძლება ქვეყანაში ნეგატიური ვითარება სუფევდეს და იგი რომელიმე არაექსტრემისტული ჯგუფისთვის იყოს სახარბიელო. ოპოზიციაც, ისევე, როგორც ხელისუფლება, საქართველოს მოქალაქეებისგან შედგება, ანუ მასაც ისეთივე პირადული თვისებები ახასიათებს.

ბევრჯერ გვინახავს ოპოზიციის გაერთიანება, მაგრამ როგორც კი მოდის ხელისუფლებაში, ეს მყიფე, მხოლოდ არჩევნებზე გათვლილი კავშირი იმსხვრევა და ქვეყანას პოლიტიკური კრიზისი მოიცავს.

მე ოპოზიციის გაერთიანებას სკეპტიკურად ვუყურებ. მას არ აქვს მდგრადობა, ვინაიდან ის არ არის დაფუძნებული მსოფლმხედველურ იმპერატივებზე.

მე ოპოზიციის გაერთიანებას სკეპტიკურად ვუყურებ. მას არ აქვს მდგრადობა, ვინაიდან ის არ არის დაფუძნებული მსოფლმხედველურ იმპერატივებზე

- ერთ საარჩევნო საკითხში ერთიანობის მიუხედავად ოპოზიციურ სპექტრში პოლიტიკური პროცესი საკმაოდ რთულადაც კი გამოიყურება. აქტუალობას არ კარგავს თუ როგორ განვითარდება პოლიტიკური პროცესი ოდესღაც ერთიან „ნაცმოძრაობაში.“

ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ აწყობს ოპოზიციის ლიდერი კვლავ სააკაშვილი იყოს. არაერთხელ ვნახეთ, რომ „ოცნება“ სააკაშვილის დაბრუნების იდეის პროპაგანდით, არ უჭირს მხარდამჭერების მობილიზება. მოახლოებულ არჩევნების წელს რა იქნება ოპოზიციის ყველაზე დიდი პრობლემა?

- ეს ვითარება აწყობს არა მარტო „ქართულ ოცნებას“, არამედ „ნაცმოძრაობასაც“. მკვეთრად გახლეჩილ ბიპოლარულ პოლიტიკურ ფონზე ორივე პარტიას პარლამენტში გასვლის სრული გარანტია აქვს, ხოლო როგორ გადანაწილდება კოალიციები, სამომავლო საქმეა.

არაერთხელ მითქვამს, რომ არჩევნებში გამარჯვების დიდი შანს ექნება იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ამ ორ მკვეთრად დაპირისპირებულ პარტიას შორის არსებულ უფსკრულს შეავსებს.

ვნახოთ, როგორ მოახერხებს ამ მისიის შესრულებას ახალი პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“.

- პოლიტიკურმა მოძრაობა „ლელომ“ პოლიტიკური პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ დააფუძნა.

„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის ღმაწყლოვან პორტზე საუბრისას „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი რუსული ინტერესების ლობირებაში დაადნაშაულა.

თქვენი დაკვირვებით რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება ხაზარაძის ბრალდება და თქვენი აზრით, რა შანსები აქვს „ლელოს-საქართველოსთვის“, რომ 2020 წლის არჩევნებამდე „ოცნების“ ალტარნატივად ჩამოყალიბდეს?

- საუბედუროდ, ბატონი მამუკა ხაზარაძე იძულებულია ერთდროულად სამ ფრონტზე იბრძოლოს - სასამართლოში, ანაკლიის კონსორციუმის გადასარჩენად და პოლიტიკურ სარბიელზე. ამ თვალთახედვით მახსენდება ანდაზა ორი კურდღლის დამჭერის შესახებ. თუ მიდიხარ პოლიტიკაში, სხვას ყველაფერს თავი უნდა დაანებო, ვინაიდან პოლიტიკა დილეტანტებს არ ჰგუობს.

საკრალურ შეცდომად მიმაჩნია ის, რომ ბატონი მამუკა ისევ ხავსმოკიდებულ ტექნოლოგიას მიყო ხელი და რუსულ ინტერესებს ეხმიანება. ამით მან ახალი პოლიტიკური მოძრაობის იდენტიფიცირების საშუალება მოსპო და თავისი პარტია საკმაოდ რუხ ოპოზიციურ ფონს შეუერთა.

საკრალურ შეცდომად მიმაჩნია ის, რომ ბატონი მამუკა ისევ ხავსმოკიდებულ ტექნოლოგიას მიყო ხელი და რუსულ ინტერესებს ეხმიანება. ამით მან ახალი პოლიტიკური მოძრაობის იდენტიფიცირების საშუალება მოსპო და თავისი პარტია საკმაოდ რუხ ოპოზიციურ ფონს შეუერთა

ქართველებს სიახლე გვიყვარს. მე ხაზარაძის ადგილზე საერთოდ ხელისუფლების კრიტიკას თავს დავანებებდი და საზოგადოებას ქვეყნის განვითარების ახალ პროექტს შევთავაზებდი, რომელიც მარგალიტად მოგვეჩვენებოდა იდეებს მოკლებულ, ქვიშნარით სავსე პოლიტიკურ სივრცეში.

მე ხაზარაძის ადგილზე საერთოდ ხელისუფლების კრიტიკას თავს დავანებებდი და საზოგადოებას ქვეყნის განვითარების ახალ პროექტს შევთავაზებდი, რომელიც მარგალიტად მოგვეჩვენებოდა იდეებს მოკლებულ, ქვიშნარით სავსე პოლიტიკურ სივრცეში

- საქართველოს საშინაო პოლიტიკაში დაძაბულობის ზრდის ფონზე სენატმა საქართველოში აშშ-ს ელჩად კელი დეგნანი დაამტკიცა.

რა კორექტივებს შეიტანს ამ საკითხზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგის შედეგი ერთი მხრივ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობებზე, ხოლო მეორე მხრივ ხელისუფლების მიმართ ამერიკისა და ევროპული სტრუქტურების დამოკიდებულებაში?

- ქალბატონი დეგნანი, რომელიც ძალიან ძლიერი და ჭკვიანი ადამიანია, დანიშნულია არა ქართული დემოკრატიის მხარდასაჭერად, არამედ საქართველოში აშშ-ს ინტერესების გასატარებლად.

აშშ-ს ახალი ელჩის ქმედებები იმაზე იქნება დამოკიდებული, რომელ პოლიტიკურ ძალაზე დადებს ფსონს აშშ-ს ადმინისტრაცია. მესახება, რომ ანალიტიკოსებს ჯერ სათანადო რეკომენდასციები შემუშავებული არა აქვთ.

აშშ-ს ახალი ელჩის ქმედებები იმაზე იქნება დამოკიდებული, რომელ პოლიტიკურ ძალაზე დადებს ფსონს აშშ-ს ადმინისტრაცია

- მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალის რეჟიმმა ექიმი გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლა, რჩება შთაბეჭდილება, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, კრემლი მით მეტად დაიწყებს თბილისთან ღიად ვაჭრობას საქართველოს ინტერესების დათმობის ხარჯზე.

თქვენი დაკვირვებით სავარაუდოდ, როგორ პოლიტიკის წარმოებაა მოსალოდნელი რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ და საარჩევნო წელს რამდენად შეძლებს მათთან გამკლავებას მმართველი გუნდი?

- ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე უპრეცენდენტო მაგალითია და ამაზე, თქვენი ნებართვით, უფრო დეტალურად მინდა შევჩერდე. მაპატიოს ბატონმა ვაჟამ თუ ისეთ საკითხებს შევეხები, რომლებზეც მას შეიძლება არც უფიქრია და არც მოეწონოს კიდეც.

ჩემი აზრით, ვაჟა გაფრინდაშვილის დოსიე შეუქცევადი პროცესების დასაწყისია. პირველი. წარმოიდგინეთ ევროკავშირის ან ევროპის უსაფრთხოების წარმომადგენელი საქართველოში. მას პრინციპში რუტინული სამუშაოს შესრულება უწევს და ის გაუცხოებულია საქართველოს სოციალური სივრცისგან.

ჩემი აზრით, ვაჟა გაფრინდაშვილის დოსიე შეუქცევადი პროცესების დასაწყისია

დროდადრო ცხინვალის რეჟიმის მიერ დატყვევებული გლეხების განთავისუფლებაზე ზრუნავს სათანადო ჯარიმის გადახდის გზით ან მავთულხლართებს ათვალიერებს, მეტწილად კი ელოდება საღამოს 6 საათს რომ ოფისი დატოვოს და ბარში გადაინაცვლოს, სადაც თავის კოლეგებს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შეხვდება.

და უცებ ჩნდება ადამიანი, რომელიც იძახის, რომ ის გადაადგილდება გაეროს მიერ აღიარებულ საქართველოს სივრცეში, მას საქართველოს საზღვარი არ დაურღვევია და ამიტომ არავითარი ადმინისტრაციიული ჯარიმის გადახდას არ აპირებს. ჩნდება პრეცენდენტი. საერთვაშორისო ჩინოვნიკის რუტინული საქმიანობა დარღვეულია და მას არაორდინარული გადაწყვეტილებების მიღება უწევს.

მეორე. ზუსტად ამ საქმემ დაგვანახა, რომ თურმე ყველანი ქართველები, უფრო სწორედ - საქართველოს მოქალაქეები ვართ, რომ თურმე არსებობს პოლიტიკაზე უფრო მნივნელოვანი საკითხები, რომ ბატონი ვაჟას საქმე ჩვენ ეროვნულ უსაფრთხოებასა და ჩვენ ეროვნულ სიამაყეს ეხება და რომ თურმე ექსტრემალურ სიტუაციაში, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ჩვენ შეგვიძლია გაერთიანება.

აქედან გამომდინარე, ყველამ შეიტყო, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი პრინციპში ზედაპირულია და ჩვენ ეროვნულ იდენტურობას არ ემუქრება.

მესამე. გამოჩნდა ისიც, რომ თურმე ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა ბატონი ვაჟას საქციელით შეშფოთებული არ ყოფილა, არამედ პირიქით, მას თანადგომა გამოუცხადა. ამით ბატონმა ვაჟამ თვითმარქვია რეჟიმი და მასთან ერთად რუსეთი სასაცილო მდგომარეობაში, პოლიტიკურ ცუგცვანგში მოაქცია - ერთი მხვრივ, „კანონი“ დაცული უნდა იყოს და ბატონი ვაჟა უნდა გასამართლდეს, მაგრამ მეორე მხრივ, მისი საპყრობილეში დატოვება წარმოუდგენელია.

ამიტომ მათ განახორციელეს ერთადერთი შესაძლებელი სცენარი - გასამართლება და შეწყალება. სხვათა შორის, ამას მე თავიდანვე ვწინასწარმეტყველებდი და თანაც საახალწლოდ - მყავს მოწმეები.

მეოთხე და მთავარი კი ისაა, რომ როგორც აფხაზური, ასევე სამხრეთ ოსური დე- ფაქტო ადმინისტრაციები რწმუნდებიან, რომ ისინი მოსახლეობაში ავტორიტეტს კარგავენ და მათ სტრატეგიული მომავალი არა აქვთ.ეს ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, მაგრამ ბატონმა ვაჟამ დე-ფაქტო ხელისუფლებებს ბევრი საფიქრალი გაუჩინა.

როგორც აფხაზური, ასევე სამხრეთ ოსური დე-ფაქტო ადმინისტრაციები რწმუნდებიან, რომ ისინი მოსახლეობაში ავტორიტეტს კარგავენ და მათ სტრატეგიული მომავალი არა აქვთ. ეს ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, მაგრამ ბატონმა ვაჟამ დე-ფაქტო ხელისუფლებებს ბევრი საფიქრალი გაუჩინა

ამიტომ ეხლა ვითარება მთლიანად შეცვლილია საქართველოში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, ევროკავშირში, გაეროში, რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

იწყება ჩვენი ურთიერთობების ახალი ეტაპი. როგორი უნდა იყოს ის, სხვა დროს ვილაპარაკოთ.

- რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ მოსალოდნელი ზეწოლის პირობებში თქვენი აზრით, რამდენად შეძლებს აშშ და ევროპა საქართველოსთან დაკავშირებით ეფექტური და შედეგიანი პოლიტიკის გატარებას?

- თავის დროზე, პრემიერმა ჩერნომირდინმა თქვა - „გვინდოდა, როგორც უკეთესია და გამოგვივიდა, როგორც ყოველთვის“. არაფერ ახალს რუსულ პოლიტიკაში არ უნდა ველოდოთ.

ახლო აღმოსავლეთის, სირიის კრიზისები, ურთიერთობა აშშ-სთან და თურქეთთან არ მისცემს რუსეთს ფუფუნებას, რომ საქართველოში სიტუაცია ძირფესვიანად შეცვალოს.

ახლო აღმოსავლეთის, სირიის კრიზისები, ურთიერთობა აშშ-სთან და თურქეთთან არ მისცემს რუსეთს ფუფუნებას, რომ საქართველოში სიტუაცია ძირფესვიანად შეცვალოს

ისევ გააგრძელებენ პრორუსული ძალების ფინანსურ და ლოგისტიკურ მხარდაჭერას, რომელსაც, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, დიდი გავლენის მოხდენა არ ძალუძს. ამ შემთხვევაში, მე რუსეთის არ მეშინია. თუმცა, მეორე მხრივ, მისი პოლიტიკა არავითარ ლოგიკურ ჩარჩოებში არ ჯდება და ყოველთვის არსებობს გართულებების ალბათობა.

რუსეთის პოლიტიკა არავითარ ლოგიკურ ჩარჩოებში არ ჯდება და ყოველთვის არსებობს გართულებების ალბათობა

- მაისში, თბილისმა, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანამ ევროპის საბჭოს მინისტერიალს უნდა უმასპინძლოს. მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც უნდა ეწვიოს. ამ თემაზე უკვე დაწყებული მსჯელობა. ოპოზიცია ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრება.

თუ რა პროცესები მოჰყვა დეპუტატ გავრილოვის თბილისში ჩამოსვლას ვიცით. იცის მოსკოვმაც. თქვენი აზრით, სავარუდოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებს კრემლი და როგორი იქნება მასზე თბილისის რეაქცია?

- მედალს აქვს ორი მხარე - ავერსი და რევერსი. იანუსს აქვს ორი სახე - მომღიმარე და მომტირალი. თუ ჩვენ ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ვართ, სიამაყის გრძნობის გარდა, ევროპულ ფასეულობებს უნდა გავუსწოროთ თვალი და ნაკისრი ვალდებულებებიც უნდა შევასრულოთ.

მინისტერიალი უნდა ჩავატაროთ და ბატონ ლავროვსაც უნდა ვუმასპინძლოთ, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, თბილისში ჩამობრძანდება, აბა, ასეთ შესაძლებლობას ხელიდან როგორ გაუშვებს.

მინისტერიალი უნდა ჩავატაროთ და ბატონ ლავროვსაც უნდა ვუმასპინძლოთ

ოღონდ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში არ უნდა დავაბრძანოთ და მინისტერიალის თავმჯდომარეობა არ უნდა დავაკისროთ.

ბატონი ლავროვი კი ანტირუსულ დემონსტრაციებს უნდა შეეგუოს, როგორც, სხვათა შორის, ის ამას ეგუება, მაგალითად, სტრასბურგში, დავოსში და ბევრ სხვა ქალაქში. ჩვენმა მთავრობამ კი მიტინგების ცივილური ხასიათი უნდა უზრუნველყოს. სხვათა შორის, იგივე აზრისაა ბატონი კორნელი კაკაჩიაც, რომელსაც მე, როგორც საერთაშორისო დონის პოლიტოლოგს, დიდ პატივს ვცემ.

- ვინაიდან 2020 წელი საპარლამენტო არჩევნების წელია, წლის მთავრი კითხვა უკვე ვიცით - შეძლებს თუ არა ძალაუფლების შენარჩუნებას „ქართული ოცნება“? დამკვირვებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან შედარებით შედარებით მეტი მხარდამჭერი ჰყავს.

თქვენი დაკვირვებით, შეძლებს თუ არა ძალაუფლების შენარჩუნებას „ქართული ოცნება“?

- ერთი რამ ვიცი - საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა არ შეიქმნება და დიდი ალბათობით არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას კოალიციის ჩამოყალიბება მოუწევს.

ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა